სოც. მედია
ქალსა და მამაკაცს შორის ჯანსაღი ურთიერთობის 5 წესი
2013-12-18 19:01:02
ეს არის 5 ძირითადი ინგრედიენტი, რომელიც ჩამოაყალიბებს ყველაზე ჯანსაღ , ბედნიერ და ხანგრძლივ ურთიერთობას ქალსა და მამაკაცს შორის. მეცნიერები წყვილების ურთიერთობებს, რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და დაადგინეს, რომ ჰარმონიული ურთიერთობისთვის აუცილებელია შემდეგი:
1.ინტელექტუალური თავსებადობა
არ არის აუცილებელი წყვილი თანამოაზრე იყოს, თუმცა აუცილებელია მათი ინტელექტუალური დონე ერთმანეთს შეესაბამებოდეს.
2.კომპრომისი
ჯანსაღი ურთიერთობის ერთ-ერთი წინაპირობა დათმობაა. ხშირად კომპრომისი აუცილებელია რადგან შექმნათ ჰარმონიული ურთიერთობა. კომპრომისს ყოველთვის საერთო სარგებელი მოაქვს.
3.ურთიერთობა
ჩაერთეთ დისკუსიაში, მას შემდეგ რაც პარტნიორს მოუსმენთ. უსმინო ადამიანს ეს პერსპექტივაში უკვე ბოდიშის მოხდაა, რაც შემდეგ თქვენს შორის მშვიდობის გარანტიაც აღმოჩნდება. იბრძოლო სამართლიანად და ღირსეულად ეს ხომ ხელოვნებაა.
4.პატიოსნება
თქვენი სიყვარული ურღვევი ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული. ურთიერთობის საფუძველიც სწორედ ესაა. სიყვარული პატიოსნებასა და პატივისცემაზეა დამოკიდებული.
5.მოთმინება
არავინ გეკუთვნით თქვენ. პარტნიორი არ უნდა აკონტროლოთ და იმანიპულიროთ... და კიდევ თქვენი ზეწოლის ქვეშ ნუ მოაქცევთ, უბრალოდ დაელოდეთ მოთმინებით. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საყვარელი ადამიანისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ ეს არის მისცეთ თავისი დრო და სივრცე, რომელშიც ზოგჯერ მაინც არ შეიჭრებით.
გახსოვდეთ, სიყვარული არ არის ჩარჩო, რომელშიც უნდა მოაქციოთ ან მოექცეთ, ის თავისუფლებით საზრდოობს.
კომენტარები