0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მუსიკა ტვინს დაბერებისგან იცავს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, მუსიკა, უფრო კონკრეტულად კი მუსიკაში მეცადინეობა ტვინს დაბერებისგან იცავს. მათ საკუთარი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ექსპერიმენტი ჩაატარეს. მასში ნორმალური სმენის მქონე 87-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მოხალისეთა ერთ ჯგუფში ხანდაზმულები გაერთიანდნენ, თანაც ისეთები, რომლებიც 9 წლის ასაკიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში მეცადინეობდნენ მუსიკაში, მეორე ჯგუფში კი ის ახალგაზრდები მოექცნენ, რომლებიც მუსიკაში მეცადინეობით მხოლოდ სამი წელი იყნენ დაკავებულნი. ექსპერიმენტში მონაწილე პირებს აჩვენებდნენ ადამიანების საუბრის შემცველ ვიდეოს და ყველა ბგერის კვალდაკვალ მათი ნეირონების მდგომარეობას აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულთა ნეირონებს ახალგაზრდული რეაქცია ჰქონდათ შენარჩუნებული. ისინი ბგერაზე იგივე სისწრაფით და აკურატულობით რეაგირებდნენ, როგორც ახალგაზრდების ნერვული უჯრედები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები