მსოფლიო
უკრაინაში სპეცნაზელების მშობლები მომიტინგეების წინაშე მუხლის ჩოქზე დადგნენ
2013-12-13 20:20:31
მაიდანზე რამდენიმე წუთის წინ მომხდარმა გულისამაჩუყებელმა სცენამ გულგრილი არავინ დატოვა, ამის ნახვა ნამდვილად ღირდა და ეს გმირობის ტოლფასი იყო- ასე აფასებენ უკრაინაში, სპეცნაზელების მშობლების საქციელს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცის მამამ მოუწოდა ყველა მშობელს გამოსულიყო მაიდანზე და მის გვერდით დამდგარიყო . ჩანაფიქრი კი შემდეგში მდგომარეობდა , იმ შემთხვევაში თუ სპეცნაზი მომიტინგეების დარბევას შეეცდებოდა , მშობლები მათ შორის ჩადგებოდნენ..ერთ-ერთი სპეცნაზელის მამა მუხლის ჩოქზე დადგა მომიტინგეების წინაშე , რამდენიმე წუთში კი ყველა მათგანი ასე მოიქცა, ისინი ამ წუთებშიც მომიტინგეების გვერდით არიან და სოლიდარობას უცხადებენ მათ.
კომენტარები