სოც. მედია
13 დეკემბრის ჰოროსკოპი
2013-12-13 00:04:50
ვერძი:
ყველა წამოწყებული საქმე თქვენს სასიკეთოდ წარიმართება. ურთიერთობა ახლობლებთან და საყვარელ ადამიანთან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. საღამო ძვირფას ადამიანს დაუთმეთ.
კურო:
თავიდან ვერ აიცილებთ კონფლიქტს. ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან შესაძლებელია ჩიხში შევიდეს, ერთ-ერთი დაშორების გადაწყვეტილებას მიიღებთ. დღევანდელი დღის მიზანია თავდაუზოგავი შრომა.
ტყუპები:
დღეს ეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტურ სიტუაციას. მეგობრები რჩევისათვის მოგმართავენ, ეცადეთ მათ მხარში ამოუდგეთ. საღამო წიგნის კითხვაში გაატარეთ.
კირჩხიბი:
საქმიანი პარტნიორი თქვენს მოტყუებას ცდილობს, ან დანაპირებს ვერ შეასრულებს. ეს კი საქმეს ძალიან გირთულებთ და ფინანსური მდგომარეობაც გიმწვავდებათ. ოჯახში რაღაც კონფლიქტი მწიფდება და მისი განმუხტვა სწორედ თქვენზეა დამოკიდებული.
ლომი:
მოერიდეთ გაუფრთხილებელ მოქმედებებს, რომელზედაც თავის გამართლება მოგიწევთ. ეს შეგიშლით ხელს, გაგაღიზიანებთ და საკუთარი თავის რწმენას დაგიკარგავთ. გექნებათ ფულის მწვავე ნაკლებობა.
ქალწული:
უფრო ყურადღებით უყურებთ თქვენ თავს სარკეში, ეცდებით გამოიყურებოდეთ უფრო კარგად, ვიდრე საერთოდ. თქვენს ირგვლივ მყოფთა დამოკიდებულება თქვენი პერსონის მიმართ, იქნება მკვეთრად ნეგატიური.
სასწორი:
თქვენი ურთიერთობები და გეგმები, შესაძლოა, დამუხრუჭდეს და ყოველივე ამაში მხოლოდ თქვენ იქნებით დამნაშავე, რადგან ინერტული ხასიათი დასვენებისკენ და გართობისკენ გიბიძგებთ.
მორიელი:
თავი აარიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს. შესაძლებელია პრემია მიიღოთ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ წინა დღეებში როგორ შეასრულეთ დაკისრებული საქმე.
მშვილდოსანი:
დღეს პირადი ცხოვრების მოწესრიგებას დაუთმეთ დრო. რაც შეიძლება მეტად იფიქრეთ საყვარელ ადამიანზე. საქმეს შემოქმედებითად მიუდექით. ერიდეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს.
თხის რქა:
თქვენ თუ არაფერი გაწუხებთ, მაშინ ახლობლებს დაეხმარეთ-დღეს ყოვლისშემძლე იქნებით! შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი.
მერწყული:
საღამო პირად საქმეებსა და შემოქმედებაში წარმატებებს მოგიტანთ. ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. საჭესთან სიფრთხილე გმართებთ. ყურადღება არ მოაკლოთ მეგობრებს, ისინი ბევრ რამეში დაგეხმარებიან.
თევზები:
დღეს მოიმატებს ახალი რომანის ან სერიოზული ნაცნობობის წარმოქმნის შანსი, რომელიც წინა ურთიერთობაზე უკეთესი იქნება. მუდმივ ძველ პარტნიორებთან ურთიერთობა უფრო ღრმა, თბილი გახდება.
literatura.mcvane.ge
კომენტარები