0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გალტ & თაგარტის მხარდაჭერით გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ემისიების მასტერკლასი გაიმართება

გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 21 ივლისს, 17:00 საათზე „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ საგანმანათლებლო სერიის ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ემისიების შესახებ მასტერკლასი ჩატარდება.

 

ღონისძიება ისეთი თემების განხილვას დაეთმობა, როგორიცაა: ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზარი; ESG/მწვანე ობლიგაციების ჩარჩოს შემუშავებისა და მეორე მხარის მოსაზრების მოპოვების პროცესი; მსგავსი ემისიის შემდგომ, ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები. კომპანიები ასევე შეიტყობენ თუ რა ტიპის მხარდაჭერის მოპოვება შეუძლიათ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან (IFC) ESG/მწვანე ინსტრუმენტების ემისიის ფარგლებში.

 

მასტერკლასის მიწვეული სპიკერები არიან: Honorata Fijalka (REGIO Lead Europe Central Asia: IFC) და ბორის ჯანჯალია (IFC-ის კორპორაციული მმართველობის ოფიცერი).

 

„მასტერკლასი კომპანიებს საჭირო ინფორმაციასა და სასარგებლო რჩევებს მიაწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ობლიგაციების ბაზარი და თუ როგორ მოიპოვონ დაფინანსება მსგავსი პროექტებისთვის. ეს ერთის მხრივ, კომპანიებს სამომავლო განვითარებაში დაეხმარება, ხოლო მეორეს მხრივ, მდგრადი, ეკომეგობრული და სოციალური პროექტების განხორციელებით, გრძელვადიან სარგებელს მოუტანს მთელს საზოგადობას. ESG ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება  - ჩვენს მომხმარებლებს საკონსულტაციო მომსახურებას ვთავაზობთ, რომელიც ESG პროექტების ჩარჩოს შემუშავებასა და მათ განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოზიდვაში ეხმარება. მოხარული ვართ, რომ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ქართული კომპანიების მიერ კაპიტალის ბაზრების უკეთ ათვისებას და გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ემისიების განხორციელებას“, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

 

შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს, აღნიშნული ბმულის მეშვეობით შეუძლია: https://bit.ly/3PvFDb2

 

ინფორმაციისთვის, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს Galt & Taggart, BDO Georgia-სთან ერთად. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ ბმულზეა ხელმისაწვდომი: https://cms.org.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები