0 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით, ტექნოლოგიებში ქალების გასაძლიერებად BTU-მ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დასაქმების ფორუმი გამართეს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიებში ქალების დასაქმების ხელშეწყობისთვის, მასშტაბური ფორუმი ჩაატარეს.

 

ფორუმი პროექტის „500 ქალი ტექში“ ნაწილია და მასში მონაწილეობა ადგილობრივმა და საერთაშორისო ბაზარზე მოქმედმა 50 კომპანიამ მიიღო. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ქალებს ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ვაკანსიასა და დასაქმების შესაძლებლობები გააცნეს.

 

ფორუმის მონაწილე ქალებს საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ პოტენციური დამსაქმებლებისგან მოესმინათ ინფორმაცია სასურველი ვაკანსიების შესახებ. დასაქმების ფორუმზე სიტყვით გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი წარსდგა, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა თიბისის მასშტაბური ჩართულობა და ინტერესი ქალთა გაძლიერებაში ტექნოლოგიურ სფეროში. აღსანიშნავია, რომ დასაქმების ფორუმს დაესწრებიან ის უკრაინელი ქალები და გოგოები, რომლებიც საქართველოში უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ ჩამოვიდნენ და ახლა პროექტის ფარგლებში ციფრულ მარკეტინგსა და ციფრული პროდუქტის ტესტირებას სრული დაფინანსებით სწავლობენ.

 

პროექტი „500 ქალი ტექში“, რომლის ფარგლებშიც ფორუმი ჩატარდება, ტექნოლოგიების სფეროში ქალების მეტ ჩართულობას ემსახურება. იგი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, 20-ზე მეტი ბიზნესკომპანიის ჩართულობით, თიბისის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, პირველი ნაკადის მონაწილეებმა ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის ინტენსიური კურსები, კარიერული ბუთქემფი და მეწარმეობის შესახებ სემინარები გაიარეს, პრაქტიკული დავალებები შეასრულეს და ინიდივიდუალურ მენტორინგში მონაწილეობა მიიღეს. 

 

500 ქალი ტექნოლოგიებში სამ ეტაპად, 2023 წლის აპრილამდე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, თიბისისა და BTU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის შედეგადაც თიბისი პროგრამის გამორჩეულ მონაწილეებს თიბისის IT აკადემიაში გადაამზადებს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, თიბისი კურსდამთავრებულებს დაასაქმებს და მათ შემდგომ კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.

 

თიბისის IT აკადემიაში ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, IT მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა და დასაქმდნენ თიბისიში. ეს საგანმანათლებლო პლატფორმა კომპანიამ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები