0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ნიკორასა“ და Art-გენის მეგობრობა გრძელდება! - ქართველი მსმენელის საყვარელი მუსიკალური ფესტივალი 15 ივლისს დაიწყება

ქართველი მსმენელის საყვარელი მუსიკალური ფესტივალი Art-გენი 2022 წელს ტრადიციულად ივლისის მეორე ნახევარში გაიმართება. ღონისძიება 15 ივლისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიხსნება. მუსიკალური საღამოები პარასკევს, შაბათსა და კვირას შედგება. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია „ნიკორა“. „ნიკორასა“ და Art-გენის მეგობრობა გრძელდება და კომპანია ამჯერადაც ღონისძიების გენერალური სპონსორია.

დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები.

ღონისძიების გენერალური სპონსორი „ნიკორა“ მისულ სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ მოსასვენებელ სივრცეებს შესთავაზებს, სადაც  გართობისა და დასვენების ყველა პირობა იქნება შექმნილი. გარდა ამისა, მოეწყობა სარეალიზაციო კუთხე და  „ნიკორას“ უგემრიელესი პროდუქციის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ყველასთვის საყვარელი ჰოთ დოგ „რუმი“ მრავალფეროვანი ასორტიმენტით.

„ნიკორა“Art-გენის უკვე ტრადიციული მხარდამჭერია. ჩვენთვის ასეთი ეროვნული პროექტის პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ ფესტივალი, რომელიც ეროვნული მუსიკის, ფოლკლორის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. სადაც ქართული, ეროვნული საქმე კეთდება, „ნიკორაც“ მუდმივად იქაა,“ - აცხადებენ კომპანიაში.

ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში,  15, 16, 17, 22, 23 და 24 ივლისს გაიმართება. თბილისის ტური, 15 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება.  მომდევნო დღეების განრიგი კი ასეთია:

16 ივლისი - ფოლკლორი, სტუმრები სვანეთის და სამეგრელოს რეგიონებიდან, ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „გორდელა“, „გაგა ფრანი“.

17 ივლისი - ფოლკლორი, სტუმრები გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ადილეი“ , "ჰოროლი", REGGAEON.

22 ივლისი - ფოლკლორი, სტუმრები მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან, ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ქალილო“ (დუშეთი), სახელმწიფო აკადემიური ანსაბლი „აფხაზეთი“, ნინო ქათამაძე & ბენდი

23 ივლისი - ფოლკლორი, სტუმრები რაჭის და აჭარის რეგიონებიდან, ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ძირიანი“, სანდრო ნიკოლაძე & ბენდი

24 ივლისი - ფოლკლორი, სტუმრები თუშეთის და კახეთის რეგიონებიდან, ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი, „ბერიკაცები“ (საგარეჯო) • ლელა თათარაიძე და ტრიო „კესანე“, „33ა“

ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით არტგენს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში.

წლების მანძილზე Art-გენმა ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები