0 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

გასულ კვრაში, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, პირველად 2019 წლის ივნისის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა აუქციონის მეშვეობით აშშ დოლარი შეისყიდა. ამასთან, მას შემდეგ რაც აპრილის აუქციონის გარეშე სავალუტო ინტერვენციების სტატისტიკა გახდა ხელმისაწვდომი, გამოიკვეთა რომ აპრილში დოლარის შესყიდვის მიმართულებით მცირე ინტერვენციებს ასევე ჰქონდა ადგილი. მაისის შესაბამისი მაჩვენებლები ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება.

 

აღსანიშნავია, რომ ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას, გაუმჯობესებული მოლოდინების გამო, დეპოზიტების მზარდმა ლარიზაციამაც შეუწყო ხელი. შედეგად, ლარის დეპოზიტებზე წინა თვეებში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, მართალია მხოლოდ მცირედით, თუმცა მაინც შემცირდა. სესხების მხრივ, ასევე მცირედი თუმცა უკვე ზრდა დაფიქსირდა, რაც დაკრეტიტების კომპოზიციაში სამომხმარებლო სესხების წილის ზრდის შედეგს წარმოადგენს. საბაზო სცენარით, წლის ბოლოსათვის და განსაკუთრებით მომავალ წელს, ლარის განაკვეთების უფრო მეტი შემცირებაა მოსალოდნელი.

 

ამავდროულად, ცნობილია რომ საერთაშორისო ბაზრებზე, როგორც დოლარის, ასევე ევროს საპროცენტო განაკვეთების მატება უკვე ბაზრების საერთო შეფასებაა, რაც თავისთავად, საქართველოზეც აისახება. ამასთან, თიბისი კაპიტალის აზრით, არ არის აუცილებელი, რომ ვალუტაში ადგილობრივ დეპოზიტებზე განაკვეთებმა პროპორციულად მოიმატოს, რადგანაც ისტორიულად დოლარის და ევროს საერთაშორისო და ადგილობრივი ფასი მჭიდრო კავშირით არ გამოირჩეოდა. თუმცა ბუნებრივია, საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული სახსრების მნიშვნელოვანი გაძვირება გარდაუვალია. 

 

თიბისის მთავარი ეკონომისტის 30 მაისის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_30-05-2022_ENG.pdf?v=1

კომენტარები

მსგავსი სიახლეები