0 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის პარტნიორობით მიმდინარე Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადებით მიღება გრძელდება

Forbes-ის 30 წლამდელთა სია 2021 პროექტში რეგისტრაცია გრძელდება. შეავსეთ განაცხადი  და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს – გახდით გაბედული საზოგადოების წევრი, რომელიც ხვალინდელ დღეს ქმნის დღეს. იჩქარეთ. რეგისტრაციის ვადა 15 მარტს იწურება.

უკვე მეოთხე წელია, რაც Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 სწორედ იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი გაბედულობით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელზეც პანდემიის გავლენა დამანგრეველი ეფექტისაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და დინების საწინააღმდეგოდ მიდიან.

30 UNDER 30-ის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს – ზოგიერთმა შეუძლებელი შეძლო და გამოწვევებით სავსე პერიოდში ბიზნესი წამოიწყო, ზოგს დაავადებასთან ბრძოლაში შეაქვს წვლილი, ზოგიც თავისი იდეით ხვალის მოთხოვნებს დღეს პასუხობს. თუმცა, ამ ყველაფერში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია –  ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ  ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.

30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს: კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, მედია და მარკეტინგი, ფორბსის რჩეული.

„Forbes Georgia-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია  მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. ეს აღიარება და 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. „ფორბსის“ და BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ“, – გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.

„თიბისი დაარსებიდან დღემდე, უკვე სამი ათწლეულია ახალგაზრდა ლიდერების მხარდამჭერია.  ეს პროექტი პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობას და მათ გაძლიერებას ეხება. ისინი ქმნიან საქართველოს მომავალს და მათი მხარდაჭერა ჩემი, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი კომპანიის ლიდერის, უპირველესი ამოცანაა. მჯერა, რომ ფორბსის აღიარება მოტივაციას გაუზრდის, გზას გაუხსნის და მეტ შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებს“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

პროექტის მთავარი პარტნიორი – თიბისი

პროექტის პარტნიორი – გალფი

პროექტის ორგანიზატორი – კონსიერჟ თბილისი

დამატებითი: ინფორმაცია

30 UNDER 30 | მედიაპლატფორმა და სააპლიკაციო განაცხადი

30 UNDER 30 | Facebook



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...