0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

82 პროცენტით გაზრდილი გაყიდვები ქართულ ბაზარზე და „ვოლვო ქარ კავკასიას“ გეგმები

2021 წელი "ვოლვო ქარ კავკასიამ’’ გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლებით დაასრულა. პანდემიური წლის მიუხედავად, თეგეტა ჯგუფში შემავალმა კომპანიამ გასული წლის მონაცემები 2020-თან შედარებით  მნიშვნელოვნად გააუმჯობესა: ბაზრის წილი საქართველოში 6%, აზერბაიჯანში 2%, ხოლო სომხეთში 8%-ით გაიზარდა.

როგორ მოახერხა კომპანიამ გასული წლის შედეგების გაუმჯობესება და როგორია მათი სამომავლო გეგმები, ამ თემებზე „ვოლვო ქარ კავკასიას“ დირექტორი, გაგა კოხრეიძეს საუბრობს.

"უკვე მესამე წელია პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ვსაუბრობთ და გამოწვევებიც ჯერ კიდევ რჩება, თუმცა ეპიდემიის საწყის პერიოდთან შედარებით, სიტუაცია ახლა მკვეთრად განსხვავებულია. ვოლვო ქარ კავასიის შემთხვევაში 2020 წელთან შედარებით, 2021-ში ბაზრის წილი გავზარდეთ, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის ქვეყნებში, ყველგან, სადაც ვოლვო ქარ კავკასია პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი სადილეროები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, ერევანსა დ ტაშკენტში. ზრდის ტენდენცია გვაქვს გაყიდვებშიც, გასული წელი საქართველოს ბაზარზე 82%-იანი ზრდით დავხურეთ, 25%-ით გაიზარდა გაყიდვები აზერბაიჯანში, 105%-იანი ზრდაა სომხეთის ბაზარზე“.

გაზრდილ მაჩვენებლებს კომპანიაში ოთხი ძირითადი მიზეზით ხსნიან, პირველი ეს არის სწორი მარკეტინგული სტრატეგია, პრემიუმ და დახვეწილი ავტომობილები, სწორი საფასო პოლიტიკა,  მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი კი პროფესიონალი გუნდი, რომელიც მუდამ ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე.

"ყველაზე მაღალი მოთხოვნა ვოლვოს პატარა, საშუალო და დიდი ზომის SUV-ებზეა (XC40; XC60; XC90). ბოლო პერიოდში, ძალიან გაზრდილია მოთხოვნა დატენვად ჰიბრიდ ქროსოვერებზე. ბაზარზე ჩვენც სწორედ ის ნიშა დავიჭირეთ, რაც ახალმა მოთხოვნამ გააჩინა. ჩვენს მომხმარებელს დამუხტვადი ჰიბრიდები შევთავაზეთ, რამაც გაამართლა. გაამართლა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ სამ ქვეყანაში, სადაც ვოლვო ქარ კავკასიაა წარმოდგენილი. არც მოდელების არჩევანში გვაქვს შეზღუდვები და მზად ვართ ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებს. ვოლვო ქარ კავკასიას საშუალოვადიანი გეგმის მიხედვით კი, 2025 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი ჰიბრიდი უნდა იყოს, მეორე ნახევარი სრულად ელექტრო.

ცხადია, ბიზნესში წარმატება მხოლოდ ციფრებით იზომება და ჩვენც თამამად ვსაუბრობთ ამ მონაცემებზე. როგორც საუბრის დასაწყისშიც გითხარით, გაიზარდა როგორც ბაზრის წილი, ასევე გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელი“.

ციფრულ სერვისებზე გადასვლის ტენდენცია პანდემიამდე დაიწყო. ეპიდემიის გავრცელებამ კი პროცესი დააჩქარა. ონლაინ მომსახურებაზე მოთხოვნა ბიზნესის ყველა მიმართულებაზე გაიზარდა. გამონაკლისი არც საავტომობილო სფეროა. რისკები იყო, თუმცა „ვოლვო ქარ კავკასია“, რომელიც მსოფლიო ტრენდს ყველა სეგმენტში მიჰყვება, ამ შემთხვევაშიც ლიდერი აღმოჩნდა და რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს პირველი ციფრული მაღაზია შესთავაზა.

"ვოლვო ქარ კავკასიამ 2021 წლის მაისში, პირველი ონლაინ მაღაზია გაუშვა, რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ ავტომობილის შერჩევა, არამედ ონლაინ შეძენაც შესაძლებელია. ციფრულ მაღაზიაში 360 გრადუსით (როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის) ყველა საჭირო სპეციფიკაციასთან ერთად, კომპანიის მარაგში არსებული ყველა ავტომობილის დათვალიერება შეგიძლიათ. საქართველოს შემდეგ, უკვე დეკემბერში ონლაინ მაღაზიები უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაეშვა, რომელიც ქართული საიტის ანალოგია. ახალი შეთავაზების შედეგად მნიშვნელოვნად იზოგება ჩვენი მომხმარებლის დრო, რომელსაც შეუძლია სასურველი მოდელის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს, მისთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას ციფრულ მაღაზიაში დაათვალიეროს ის და შეიძინოს კიდეც. ტესტ- დრაივისთვის კი  შეგვიძლია ავტომობილი მომხმარებელს პირდაპირ სახლის კართან მივუყვანოთ. ჯერ-ჯერობით ონლაინ შერჩევის პროცესის ბოლო ეტაპზე მომხმარებელი მაინც შოურუმში მოსვლას არჩევს, თუმცა ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ესეც შეიცვლება და მომხმარებელი ავტომობილს, დისტანციურად ღილაკზე თითის დაჭერით შეიძენს“.

2021-ის ანგარიშში მოექცა „ვოლვო ქარ კავკასიას“ ახალი შოურუმები. გასული წლის იანვარში ვოლვოს სტრანდარტებით გაიხსნა კომპანიის სრულფასოვანი შოურუმი უზბეკეთში, სადაც წარმოდგენილია ვოლვოს შიდაწვის ძრავიანი და დამუხტვადი ჰიბრიდების სრული ხაზი. მაღალი კლასის ავტომობილებთან ერთად მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს სრული სერვისითაც ისარგებლოს.

გარდა ამისა, 2021 წლის ოქტომბერში გაიხსნა pop-up  შოურუმი სომხეთში. ეს არის ე.წ. დროებითი შოურუმი, შემდეგ ეტაპს კი უკვე 3S ანუ სრულფასოვანი შოურუმი წარმოადგენს.

ახალ მისამართზე უმასპინძლებს კომპანია მომხმარებელს მალე თბილისშიც.

 

"ახალი 3S შოურუმის მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩაზე 2020 წელს დაიწყო, რომლის ახალ ცხრამეტრიან მინის ფასადს კომპანია სულ მალე ვიზიტორებს წარუდგენს. ახალი შოურუმი და სერვისცენტრი სრულად სკანდინავიელი ავტომწარმოებლის სტანდარტების მიხედვით შენდება.  პროექტზე შვედ ავტომწარმოებელთან ერთად ქართულმა საპროექტო კომპანია „გრავიტა“-მ იმუშავა’’.

ნახევარგამტარების, მიწოდების თუ გადაზიდვების პრობლემის სრულად მოგვარებას  მსოფლიო საავტომობილო ბრენდები არც 2022-ში ელოდებიან, თუმცა რიგმა კომპანიებმა უკვე იციან როგორ უპასუხებენ გამოწვევას. „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი გვეუბნება, რომ მიმდინარე წელს კომპანია არა თუ არსებული მაჩვენებლების შენარჩუნებას, არამედ მის გაუმჯობესებას შეძლებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...