0 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ღვინის კომპანია „ბადაგონი“ სასტუმროს - Alaverdi Resort მშენებლობას იწყებს

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კომპანია „ბადაგონი“ პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობას იწყებს. 3 თებერვალს სასტუმროს საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

 

კომპლექსი ფუნქციონირებას 2023 წლის აგვისტოში დაიწყებს და წლის განმავლობაში 10 ათასამდე, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ვიზიტიორის მიღებას შეძლებს.

 

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 14 მილიონ ლარს შეადგენს. სასტუმროში 80 ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივები იქნებიან. სასტუმროს კონცეფცია არქიტექტორ ზვიად სურგულაძეს ეკუთვნის.

 

სასტუმროს ინფრასტრუქტურა აუზს, ბარებსა და რესტორანს აერთიანებს. მის მთავარ ტურისტულ ღირებულებას კი 200 მეტრის მანძილზე განლაგებული ალავერდის წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს, რომლის ტერიტორიაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მოქმედი ქვევრის ღვინის მარანი და სიძველეთსაცავის მუზეუმია. აქვეა ალავერდის ჭალა და „ბადაგონის“ ქართული ღვინისა და ქართული კერძების ცენტრი.

 

დაარსების დღიდან „ბადაგონის“ ფინანსური მხარდამჭერი თიბისია. 

 

„Alaverdi Resort-ის მშენებლობასთან ერთად, ალავერდის ეპარქიის ინფრასტრუქტურაც განვითარდება. ახალი გზები, ხიდები, 

ეკოლოგიურად მეგობრული ტრანსპორტის ბილიკები, სწრაფი და ფართოზოლიანი ინტერნეტი - ეს ყველაფერი იქნება ის დამატებითი შესაძლებლობა, რაც ათასობით მოგზაურს მისცემს მცხეთის, თბილისის, ალავერდისა და ამ ოქროს გზაზე 

განლაგებული ასობით კულტურული თუ რელიგიური ძეგლისა და ღირშესანიშნაობის გაცნობის საშუალებას. ალავერდის ეპარქიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების, საქვეყნო და საერო საქმეა”, - გიორგი სალაყაია, „ბადაგონის“ დამფუძნებელი.

 

„თიბისისა და „ბადაგონის“ პარტნიორობა 2 ათწლეულზე მეტს ითვლის. პირველივე დღიდან კომპანიის განვითარების თანამონაწილეები ვართ, სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კომპანია ძირითადი საქმიანობის - მეღვინეობის პარალელურად, სტუმარმასპინძლობის მიმართულებასაც ავითარებს. თიბისისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში ბიზნესის განვითარება და ტურიზმისა და მეღვინეობის სექტორების ხელშეწყობა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმისა და სასტუმროების სექტორში - 1 მილიარდ ლარს, მეღვინეობის მიმართულებით კი 404 მილიონ ლარის შეადგენს”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...