0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. ინფიცირების ახალი შემთხვევები უპრეცედენტო მასშტაბით ზრდას განაგრძობს. ამასთან, ომიკრონის შედარებით ნაკლები სიმწვავე უკვე დადასტურებულ ფაქტად მოიაზრება. ამ მხრივ, ასევე არგუმენტია, ინფიცირების მაღალი შემთხვევების მიუხედავად, საერთაშორისო ბაზრებზე სასტუმროებისა და ავიაკომპანიების ფასების მაღალი ღირებულება.

 

საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა, რაც თიბისი კაპიტალს საშუალებას აძლევს ივარაუდოს, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა, თიბისი კაპიტალის დეკემბრის, 5.5%-იან შეფასებაზე უფრო მეტი იქნება.

 

ამასთან, უკრაინაში გეოპოლიტიკური ვითარების საომარ კონფლიქტში გადაზრდა მნიშვნელოვანი, თუმცა თიბისი კაპიტალის შეფასებით, მართვადი რისკია. 2021 წელს, უკრაინისა და რუსეთის წილი ექსპორტში, ტურიზმში, გზავნილებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, შესაბამისად, 6.8-სა და 14.1 პროცენტს შეადგენდა.


თიბისის მთავარი ეკონომისტის 24 იანვრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები