0 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. ნოემბერში რეალური მშპ, მოლოდინების შესაბამისად წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 6.9%-დან 12.0%-მდე აჩქარდა, რაც ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებითაც ეკონომიკური ზრდის ტემპმა მოიმატა. წინა თვის მსგავსად, აღდგენა ყველა სექტორს მოიცავდა, გარდა მშენებლობისა, რაც სახელმწიფოს მიერ შემცირებულმა კაპიტალურმა დანახარჯებმა განაპირობა.

 

მაშინ, როდესაც ექსპორტის, ტურიზმის, გზავნილებისა და იმპორტის დინამიკა ძლიერი იყო, ფისკალური ფაქტორის მსგავსად, ნოემბრის დაკრედიტებაც შესუსტდა. აღნიშნული, ბიზნეს სეგმენტში, განსაკუთრებით კი კორპორატიული მიმართულებით, სესხების შენელების შედეგია. ამასთან, საყურადღებოა რომ 2021 წლის მე-2 და მე-3 კვარტლებში კორპორატიულ სექტორში რეკორდული აღდგენა აღინიშნებოდა.

 

გასულ კვირას სებ-მა 2021 წლის მე-3 კვარტლის საგადასახდელო ბალანსი გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ისევე როგორც ჯამურად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. რაც შეეხება დაფინანსების მხარეს, პირდაპირი ინვესტიციებიდან მხოლოდ რეინვესტირებულ შემოსავლებს ჰქონდა მნიშვნელოვანი წვლილი, რადგანაც ინვესტიციები სააქციო კაპიტალში ძალზედ დაბალი იყო. ამასთან, არასაბანკო კერძო სექტორი და ეროვნული ბანკი დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო იყო. საბანკო სექტორის მხრივ, საგარეო ვალდებულებები შემცირდა, უცხოური ვალუტის ფლობა კი 71 მლნ აშშ დოლარით გაიზრდა, თუმცა მე-2 კვარტალში 501 აშშ დოლარიანი რეკორდული შემცირების შემდეგ.

 

მიმდინარე კვირის ორშაბათს, საქსტატმა დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, მაღალი წლიური ინფლაცია მხოლოდ დაბალმა საბაზო ეფექტმა განსაზღვრა, ფასების ზრდის თვიური გაწლიურებული მაჩვენებელი კი წინა თვის მსგავსად სამიზნეზე დაბალი იყო.

 

საქართველოსგან განსხვავებით, დეკემბერში თურქეთის ინფლაციამ მოლოდინებს გადააჭარბა, როგორც სამომხმარებლო, ასევე უფრო მეტად მწარმოებელთა ფასების შემთხვევაში. კერძოდ, ადგილობრივი მფი წ/წ 79.9%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში ლირა დოლართან მიმართებით 77.3%-ით გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის საგარეო მფი ჯერ გამოქვეყნებული არ არის, სავარაუდოა, რომ დინამიკა მსგავსი იქნება და ასეთ შემთხვევაში, ლირის ნომინალური გაუფასურების ეფექტი სრულად განეიტრალდება.

 

ეს მნიშვნელოვანია, რადგან თიბისი კაპიტალის წინა ანალიზი ძირითადად სამომხმარებლო ფასების მიხედვით გაანგარიშებულ რეალურ გაცვლით კურსს ემყარებოდა. კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად კი თურქეთის მწარმოებელთა, განსაკუთრებით საგარეო, ფასების ინდექსი უფრო რელევანტურია. ამ მაჩვენებლით გაანგარიშებული რეალური კურსი აჩვენებს, რომ ლირა ლართან მიმართებით მატერიალურად გაუფასურებული არც არის. შესაბამისად, ეს დამატებითი არგუმენტია იმისათვის, რომ სუსტ ლირას საქართველოს ეკონომიკასა და ლარზე ნეგატიური გავლენა შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს. ერთადერთი კითხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან დაკავშირებით რჩება, რადგანაც ამ სექტორის ფასები თურქეთში გაცილებით უფრო ზომიერად იზრდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან საქართველოში იმპორტში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წილი მხოლოდ დაახლოებით 5%-ს შეადგენს. რაც შეეხება ტურიზმს, ექსპორტსა და ფულად გზავნილებს, სუსტი ლირის ნეგატიური ზეგავლენა ამ მხრივ, კიდევ უფრო საკამათოა.


თიბისის მთავარი ეკონომისტის 4 იანვრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...