1 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ტოიოტა ცენტრი თეგეტასა“ და ფონდ „მს საქართველოს“ თანამშრომლობა

ტოიოტა ცენტრი თეგეტამ ფონდ მს საქართველოსთან ურთიერთანამშრომლობა დაიწყო.

 

გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა ფონდი საქართველოში 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და დაავადების მკურნალობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

 

თანამშრომლობის ფარგლებში ტოიოტა ცენტრი თეგეტამ ფონდს ბენეფიციარებისთვის ინჰალატორები, პულსოქსიმეტრები, სადეზინფექციო და თავდაცვის საშუალებები გადასცა.

 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა ცდილობს იზრუნოს სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებზე. ჩვენი და მს საქართველოს თანამშრომლობაც ამის ნათელი მაგალითია. სიამოვნებით დავთანხმდით მათ შეთავაზებას და მხარდაჭერის ფარგლებში პირველადი საჭიროების ნივთები გადავეცით. გვიხარია, რომ გარკვეულწილად წვლილი შევიტანეთ  გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების დახმარებაში,“ თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი. 

 

ფონდი მს საქართველო გაფანტული სკლეროზის დაავადების მქონე ათობით ადამიანს აერთიანებს და ინტენსიურად ზრუნავს მათ საჭიროებებზე. ფონდის ინიციატივით ქვეყანაში დაავადების მკურნალობის ნაწილობრივი დაფინანსება დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები