1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბიზნესებისთვის საბანკო გარანტიის გაცემას ამარტივებს

აქ, ახლა თიბისი არაუზრუნველყოფილი საბანკო გარანტიების ლიმიტს ზრდის და მომხმარებელს სერვისის მიღებას ციფრული არხით სთავაზობს. 

განახლებული პირობების ფარგლებში:
  • უზრუნველყოფის წარმოდგენა სავალდებულოა არ არის  250,000 ლარამდე მოცულობის საბანკო გარანტიისათვის.
  • საბანკო გარანტიის გაცემა შესაძლებელია დისტანციურად, ელექტრონული ხელმოწერით.
  • გარანტია განკუთვნილია 5 000 000 ლარამდე კონტრაქტებისათვის; 

თიბისი საქართველოში მოქმედ საფინანსო ინსტიტუტებს შორის პირველია, რომელმაც არაუზრუნველყოფილ საბანკო გარანტიის ლიმიტი 250,000 ლარამდე გაზარდა. ასევე, ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში კომპანიებს მარტივად შეუძლიათ ხელმოწერა დისტანციურად  დაამოწმონ, რითაც ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ დაზოგონ დრო და  ბანკთან ურთიერთობის პროცესი უფრო მარტივი გახადონ.

 

„თიბისის მისიაა გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, ამ სიახლის დანერგვით ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიზნესის წარმომადგენლებს. მათ აღარ მოუწევთ დამატებით უზრუნველყოფის მოძიება საბანკო გარანტიისთვის და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ხარჯებსაც თავიდან ავარიდებთ. ჩვენი მიზანია, ბიზნესმა რაც შეიძლება მარტივად და ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა,“  - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

 

არაუზრუნველყოფილ საბანკო გარანტიის მისაღებად, გთოხვთ შეავსოთ განაცხადი  ვებგვერდზე:  https://bit.ly/BusinessGuarantees , ან ეწვიოთ თიბისის ფილიალებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები