1 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“აჭარაბეთის‘’ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე საქართველოშია

კომპანია “აჭარაბეთის” საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე, 29 აგვისტოს, ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდა, რაც ქართული MMA-ს ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა იყო.

 

გიგა ჭიკაძემ  ედსონ ბარბოსა UFC Vegas 35-ის მთავარი ბრძოლის მესამე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. გიგა  MMA-ს ყველაზე პრესტიჟული პრომოუშენის დაუმარცხებელ მებრძოლად რჩება.

UFC-ში ჩატარებული 7 ბრძოლიდან გიგა  ჭიკაძემ უკანასკნელი 3 მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა. 

ბარბოსასთან გამარჯვების შემდეგ გიგა  რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა და მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა.

 

დაახლოებით ორი კვირა ვიქნები საქართველოში, ჩავეხუტები  ჩემს  საყვარელ ქართველებს, შემდეგ კი დავბრუნდები და გავაგრძელებ იმ გეგმას, რისთვისაც ვიმყოფები ამერიკაში და იმედია მალე დაგიბრუნდებით იმ ოქროთი, რითიც ყველანი ვიქნებით გახარებული“- განაცხადა გიგამ.

 

კომპანია „აჭარაბეთისთვის“, ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები