1 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ენკა რინიუებლზი“ ყურადღებით აკვირდება ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ყველა პარტნიორთან - მერაბ ლომინაძე

“ნამახვანის “ პროექტის დაწყების დღიდან,   კომპანია „ენკა რინიუებლზ”-ს   მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა პარტნიორთან, მათ შორის  საქართველოს მთავრობასთან და ყოველთვის გამოთქვამს მზაობას კონსტრუქციულ დიალოგზე, პროექტის სრულყოფის მიზნით. სწორედ ამიტომ, კომპანიის მფლობელები ყურადღებით აკვირდებიან ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ისინი იმყოფებდონენ საქართველოშიც და შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო.

შეგეხსენებთ, რომ კომპანიას, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დუკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე“ - განაცხადა „ენკას“ დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები