1 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიის 1200 საათი - Responsible.ge-სა და „კამარას“ თანამშრომლობის 1 წელი

ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის „კამარაში“  Responsible.ge-ს დაფინანსებით 1 წელია მიმდინარეობს. 2020 წლის მარტში „კამარა“ იყო პირველი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის პარტნიორი გახდა და თამაშზე დამოკიდებული ადამიანებისთვის კომპლექსური ფსიქოთერაპიული კურსები გამოაცხადა.

პროექტის დაწყებიდან 1 წლის თავზე კამარა და responsible.ge შედეგებს აჯამებენ.

ამ დროის განმავლობაში ცენტრს ფსიქოთერაპიული სერვისისთვის  190-მა ბენეფიციარმა მიმართა. თერაპიული კურსი წარმატებით დასრულებული აქვს 23 პაციენტს. დღევანდელი მონაცემებით თერაპიას გადის 59 პაციენტი.

ნათია ფანჯიკიძე, კამარას ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი: „მეთოდს, რომელსაც კამარაში დამოკიდებულებებთან სამუშაოდ ვიყენებთ, ძალიან მაღალი გამარჯვების მაჩვენებელი აქვს. პრაქტიკულად, ყველა პაციენტი ინარჩუნებს ხანგრძლივ რემისიას და ბევრმა ადამიანმა შეცვალა ცხოვრება. შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თანამშრომლობა სწორი ნაბიჯი იყო. ცხადია გლობალური პრობლემის დასაძლევად ერთი თანამშრომლობა, ინიციატივა ან თუნდაც ცენტრი საკმარისი არ არის. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ვფიქრობ სხვა მხარეების ჩართულობით გადახდის უუნარო სეგმენტისთვის ფსიქოსარეაბილიტაციო კურსების ხელმისაწვდომობის გაზრდით უნდა გაგრძელდეს.“

 „ეს პრაქტიკა, როცა სათამაშო ბიზნესი ფსიქორეაბილიტაციის პროგრამებს აფინანსებს, საკმაოდ კარგად მუშაობს ევროპაში. პროექტის დასაწყისში ჩვენი მიზანი იყო არა მარტო კომპანია, არამედ ინდუსტრია განგვევითარებინა და სოციალური პასუხისმგებლობის ეს მოდელი შემოგვეტანა ბაზარზე.

1 წლის წინ „ევროპაბეთისა“ და „კამარას“ თანამშრომლობის დაანონსება გაბედული და  ხმაურიანი ნაბიჯი იყო ორივე მხარისგან. გვიხარია, რომ პროგრამაზე მოთხოვნაც და შედეგებიც პროექტის აუცილებლობაზე მიანიშნებს. ვფიქრობთ, საბოლოოდ ასეთი შესაძლებლობების გამრავლებასა და ფსიქოთერაპიის ხელმისაწვდომობის გაზრდაში გემბლინგ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.“  - აღნიშნავს ლაშა გოგუა, „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი.

2020 წლის მარტიდან პროექტის ფარგლებში კამარაში თერაპიის 1248 საათი ჩატარდა. თერაპიული სეანსები პარალელურად მიმდინარეობს სამ ჯგუფში, კვირაში ოთხი დღე, ოთხ სხვადასხვა თერაპევტთან.

კურსების დაწყებიდან 3 კვირაში ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა ინტენსიური ფსიქოთერაპიის პროგრამა არ შეჩერებულა.

„მოგვიწია თერაპიის პროცესის ონლაინში გადატანა. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურმა შეხვედრებმა ზოგიერთი თერაპიის ჩატარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები გამოგვაცალა, მთლიანობაში, მეთოდის გადატანა მოხერხდა და ჩვენდა სასიხარულოდ, შედეგმა გაამართლა. მოგვემატნენ ახალი ბენეფიციარებიც, მათ შორის, საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები პირები. აქედან გამომდინარე, გარდა თბილისში მცხოვრები ბენეფიციარების ადგილზე მომსახურებისა, ონლაინ პრაქტიკა აღარ გავაუქმეთ. დავტოვეთ, როგორც უკვე აპრობირებული, დამატებით შესაძლებლობა დედაქალაქის გარეთ მცხოვრები ბენეფიციარებისთვის.- ნინუცა კომახიძე, „კამარას“ ფსიქოლოგი.

ფსიქორებაილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის „კამარაში“ გრძელდება. პროგრამაში რეგისტრაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ ცენტრს ნომერზე 032 298 21 95.

----

 „ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას პასუხისმგებლიანი ოპერირების კონცეფციას იზიარებს და ქართულ ბაზარზე ახალი კულტურის შემოტანას განაგრძობს. ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...