1 9 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

არის თუ არა საპროტესტო მუხტი ხელოვნური და არის თუა არ ეს ჰიბრიდული ომის ნაწილის

ინტერვიუ თურქეთის ელჩთან

კითხვა - ხომ არ ემუქრება გარკვეული საფრთხეები თურქულ ინვესტიციებს , რამდენად დაცულად გრძნობენ თურქი ინვესტოირები  საქართველოში თავს?

პასუხი - პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ  თურქი ინვესტორები ჩამოვიდნენ  საქართველოში და საწყისისთვის ჩადეს ინვესტიციები ტურიზმის სექტორში , უძრავ ქონებაში , ტექსტილში, სხვადსხვა ინფრასტრუქტურულ და ინდუსტრიულ პროექტებში, საბოლობვოდ ინვესტირება განახორციელეს  ენერგო სექტორშიც , ამას აკეთებენ იმიტომ ,რომ ისინი გრძნობენ რომ საქართველოში შესაძლებელია მაღალი პასუხიმგებლური , გამჭირვალე ბიზნესმოდელის შექმნა, რომელიც საბოლოვო ჯამში მოიტანს შემოსავალს.

პანდემიის და გლობალური ეკონომიკური სირთულეების ფონზე ყველა ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს ინვესტორი , ამ დროს  თურქული კომპანია ჩამოდის საქართველოში და ანხორციელებეს 800 000000 დოლარის ინვესტირებას ნამახვანის პროექტის სახით, ეს გახლავთ ნდობის დემონსტრირება , ასევე ყველანაირი ბიუროკრატიის გარეშე ბიზნესის კეთება , ამიტომაც შემოვიდნენ საქართველოში .

ნამახვანი გახლავთ კერძო კომპანია , რომელიც საქართველოში  შემოვიდა ნორვეგიელ პარტნიორთან ერთად , მოხდა შეთანხმება ხელშეკრულების პირობებზე , რომელიც სრულიად შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას  , ხელშეკრულების გაფორმბის პროცესი იყო ძალზედ გამჭირვალე და სრულიად შეესაბამებოდა ყველა საერთაშორისო სტანდარტს , ამიტომაც ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის 1 წლის შემდეგ  ჩემთვის მოულოდნელი იყო ის საპროტესტო მუხტის დაწყება რომელიც ვიხილეთ , ასევე გამაკვირვა ანტითურქულმა ტონმა და ისლამოფობიურმა პროპაგანდამ და ეს ძალზედ შემაშფოთებელია , მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას , ქართული მართმადედბლური რწმენა გახლავთ ქზართველების იდენტობის  განუყოფელი  ნაწილი  , მაგრამ როდესაც ჯვარი აღიმართება სამშენებლო უბანზე და ამბობენ რომ ჩვენ არ გვინდა თურქული კომპანია საქართველოში , ეს არ არის ის საქართველო რომელსაც მე ვიცნობ .

კითხვა - არის თუ არა ეს პროცესები ხელოვნურად ინსპირირებული, არის თუ არა ეს ჰიბრიდული ომის ნაწილი ?

პასუხი -გარკვეული ანალიზის შემდგე  მინდა  მოგახსენოთ, რომ არსებობს ხალხი ვისაც არ სურს  ჰიდროელექტრო სადგურების აშენება, არსებობს სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფები, რომლების პრინციპულად ეწინააღმდეგებიან მსგავსი სადგურების მშენებლობას, მაგრამ  ეს არის მცირე ნაწილი,როდესაც დემონსტრატებს ვაკვირდებოდი არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც აცხადებენ პროტესტს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით , ზოგი აცხადებს სეისმოლოგიურ პრობლემებს ,მაგრამ  როდესაც ვაკვირდები ახალ ამბებს და იმას რასაც გვეუბნება კომპანია ენკა ან რასაც ვკითხულობ სოციალურ მედიაში , გვეუბნება რომ არსებობს მანიპულაცია ფაქტებით , მე მოვუწოდებ კომპანიას , რომ ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს ამასთან დაკავშირებით , თუმცაღ თუ ნამდვილად არსებობს შეშფოთების საფუძველი სეისმოლოგიასთან ან გარემოს დაცვასთან დაკავშირებით , ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით , აღნიშნული უნდა მოგვარდეს სამეცნიერო გზებით და დარწმუნებული ვარ , რომ კომპანია ამას გააკეთებს .

ჩემი სამუშაო, როგორც ელჩის არის თურქი ინვესტორების დაცვა  და თვქნი დარწმუნება , რომ მათ ატ აქვთ დამაზიანებელი გეგმები, მე ვფიქრობ საქართველოს  ენერგოუსაფრთხოებაზე , რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია

როდესაც ვსაუბრობთ რელიგიურ ნარატივზე , რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ , მაგალითად ეს რომ ყოფილიყო ისრაელის ან იტალიის კომპანია , ვინმე  ჯვარს აღმართავდა? არ ვიცი. ამიტომაც მინდა ვკითხო ადამიანებს , რატომ შემოგაქვთ რელიგიური სიმბოლო?

ეს ძალიან სენსიტიურია . მე არ მინდა რომ ეს პრეცენდენტს ქმნიდეს თურქი ინვესტორებისთვის და ვინც არ უნდა იყოს ამის უკან სურს შეწყვიტოს ორი რაღაც, ეს არის კომფოტული ყოფნა თურქი ინვესტორებისთვის საქართველოში და ენერგოუსაფრთხოების არსებობა .

მე არ ვარ კომპანიის სპიკერი, მაგრამ ვიტყვით  , რომ მე მხარს ვუჭერ კომპანია ენკას, რადგან  არის მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია, მას ჰყავს 20 000-ზე მეტი თანამშრომელი მთელი მსოფლიოს მაშტაბით ,  გააჩნია ძალიან ბევრი პროექტი , როგორც კონტრაქტორებს და როგორც ინვესტორებს ,4300 მეგავატს ელექტროენერგიას აწარმოებს მხოლოდ თურქეთში და ეს გახლავთ პირველი უცხოური ინვესტიცია თურქეთის საზღვრებს გარეთ, ეს გახლავთ კერძო კომპანია რომელსაც ჰყავს უამრავი საერთაშორისო პარტნიორები

თუ ეს კომპანია დისკრედიტაციას განიცდის სხვადსხვა მხარეების მხრიდან  და მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის თუქული კომპანია და ეს კიდევ სხვა პრობლემაა .

ადამაინებს უფლება აქვთ რომ ჰქონდეთ სხვადსხვა დამოკიდებულება და აზრი ჰიდროელექტრო სადგურებტან დაკავშირებით, რა თქმა უნდა უნდა მოვუსმინოთ ყველა მხარეს და მე არ ვარ არცერთი მხარის ადვოკატი , მაგრამ მე მესმის და ვუარყოფ იმ უსაფუძვლო ბრალდებას, რომელიც კორუფციას ეხება , ეს კომპანია მსოფლიოში სარგებლობს მაღალი რეპუტაციით და ეს ბრალდება არის შეურაცმყოფელი და როგორც ელჩი  და როგორც საქართველოს მეგობარი მე შემიძლია დაგარწმუნოთ , რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა რომ ეს კომპანია დავადანაშაულოთ კორუფციაში. 

ბოლოსთვის მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ქართველ ხალხს წარმატება რაგბიში , გისურვებთ წინსვლა და ბევრ უცხოურ ინვესტიციას

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...