1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკმა Raiffeisen Bank International-ისგან ხარისხის ჯილდო მიიღო

29 მარტი 2021- Raiffeisen Bank-მა საქართველოს ბანკს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე  საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის ხარისხის ჯილდო გადასცა. 

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Raiffeisen Bank -ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2020 წელს განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. ეს ჯილდო ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით ფულადი გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ მოთხოვნებს’’, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

ინფორმაციისთვის, Raiffeisen Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა ვალუტაში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს გამართული STP (Straight Through Processing) პროცესებისთვის ენიჭებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები