1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მხარდაჭერას განათლების მიღებასა და დასაქმებაში. პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაცია ასო­ცი­ა­ცია „ჩვე­ნი სახ­ლი - სა­ქარ­თვე­ლოსთან“ პარტნიორობით.

„ფონდი ნატახტარის“ საქმიანობის 10 წლის განმავლობაში, 2011 წლიდან დღემდე, ორგანიზაცია 942.593 ლარით 600-მდე ბენეფიციარს დაეხმარა. შედეგად ასობით მზრუნველობამოკლებულმა ახალგაზრდამ დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო და მრავალ წარმატებულ კარიერას აშენებს. ამას უზრუნველყოფს „ფონდი ნატახტარის“ 3 ძირითადი პრიორიტეტი: განათლება, დასაქმება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

2020 წლის განმავლობაში, „ფონდმა ნატახტარმა“ რესურსები იმ საჭიროებებზე გადაანაწილა, რაც თითოეული ბენეფიციარისთვის აქტუალური იყო:

ძირითადი გამოწვევები:

COVID-19-ის პირობებში გაიზარდა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის აუცილებლობა, იმის გამო, რომ მათ ოჯახის წევრების გარეშე უწევთ ცხოვრება და შესაბამისად, მათთვის სოციალური იზოლაცია გაცილებით რთული დასაძლევი აღმოჩნდა. ამასთან, პანდემიის შედეგად, ახალგაზრდებმა დაკარგეს სამსახური, ზოგიერთ მათგანს კი გაურთულდა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა მოცემულ ეტაპზე, უმთავრესი სირთულეები გადალახულია და „ფონდო ნატახტარი“ და „ჩვენი სახლი-საქართველო“ აგრძელებს  მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები