1 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მერაბ გაფრინდაშვილი: ტყუილია, თითქოს მეწყერები გააქტიურდება, მოხვდება წყალსაცავში, ეს კი წარმოშობს 30-მეტრიან ტალღას, რომელიც წალეკავს დასავლეთ საქართველოს ნახევარს

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ქვედა ნამახვანჰესის საპროექტო არეალში გეოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, ავტორების მოსაზრებებს არ იზიარებს და იმ დადებითზე ამახვილებს ყურადღებას, რისი მოტანაც გარემოს დაცვის  კუთხით ჰესებს შეუძლიათ .

“არავინ აქცევს ყურადღებას იმ დადებითს, რაც გარემოს დაცვის კუთხით ჰესს შეუძლია მოგვიტანოს. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც, ისეთ ტერიტორიებზე, სადაც მეწყრულ-გრავიტაციული და ეროზიულ-დატბორვითი პროცესები ხშირია, თუკი ხდება წყლის ნაკადების რეგულირება წყალსაცავების მეშვეობით, ბუნებრივი საფრთხე სულ მცირე, 30-50%-ით მცირდება. რატომღაც გვავიწყდება, რომ ჟინვალისა და ზაჰესის ჰესების სწორმა ოპერირებამ თბილისის რიყის უბანი (ე.წ. „პესკები“) ორჯერ დატბორვას გადაარჩინა” - ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი.

რაც შეეხება ქვედა ნამახვანჰესის საპროექტო არეალში, ქვედა ონჭეიშში (სოფელ მოლეკურაში) რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მასშტაბის ქვათაცვენის გააქტიურებას, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, გეოლოგიური სამსახურის მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე მუდმივად ხორციელდება პოტენციურად საშიში უბნების იდენტიფიცირება, მუშავდება პროგნოზი, გაიცემა რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად. „ყველა ეს საკითხი გაშუქებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში, რომელიც საჯაროა და დაინტერესების შემთხვევაში ყველას შეუძლია გაეცნოს“.

“არსებობს მოსაზრება, თითქოს ეს მეწყერები გააქტიურდება, მოხვდება წყალსაცავში, ეს კი წარმოშობს 30-მეტრიან ტალღას, რომელიც წალეკავს დასავლეთ საქართველოს ნახევარს. მსგავს მოსაზრებებს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. მეტიც, პირდაპირ გეტყვით, რომ მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ქვედა ნამახვანჰესის წყალსაცავი 170 მილიონი კუბური მეტრი ტევადობისა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ სამიზნე არეალის ფარგლებში სხვადასხვა მასშტაბის მეწყრებია იდენტიფიცირებული, წარმოვიდგინოთ თუნდაც ისეთი სცენარი, როგორიც ფილმებშიც კი არ გვინახავს: მეწყრული მასები ერთბაშად მყისიერად ჩავა წყალსაცავში, თან ეს დროში დაემთხვევა წყლის მაქსიმალური დონის პერიოდს, ასევე დაემატება მიწისძვრები… ამ ყველაფრის შედეგადაც კი 100 000, მაქსიმუმ 200 000 კუბური მეტრი დაემატოს წყალსაცავს და შეუძლებელია, ამან 170 მილიონი კუბური მეტრი ტევადობის  არეალში 30-მეტრიანი ტალღა წარმოშვას. ხოლო თუ ვინმეს საპირისპიროს დამტკიცება შეუძლია, მზად ვარ, საჯაროდ გავესაუბრო” – განმარტავს გაფრინდაშვილი.

მისი შეფასებით, უბნები, სადაც მეწყრული პროცესებია იდენტიფიცირებული, ნამახვანჰესის საპროექტო კომპანიამ ზედმიწევნით გააანალიზა გარემოზე ზემოქმედების შეფასების წარმოდგენილ ანგარიშში. მასში მითითებულია ის დამცავი ღონისძიებებიც, რომლებიც კომპანიამ ჰესის მშენებლობა-ოპერირების პერიოდში უნდა განახორციელოს.

“როდესაც გაიცემოდა სანებართვო პირობები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კუთხით სხვა პირობებთან ერთად, ერთ-ერთ პუნქტად ჩაწერა, რომ აუცილებლად უნდა დაინსტალირდეს სხვადასხვა ტიპის მონიტორინგული სისტემები ცალკეულ გეოდინამიკურად დაძაბულ უბნებზე. კომპანია აღნიშნულ პირობებს დათანხმდა. მონიტორინგულ სისტემების მოწყობა/ინსტალირებას სჭირდება შესაბამისი დამატებითი კვლევები და მისი შედეგები არა მარტო კომპანიას დარჩება, არამედ ის წარედგინება სამინისტროსაც, ხოლო ჰესის ოპერირების პროცესში მიღებული მონიტორინგული კვლევის შედეგები ასევე მიეწოდება სამინისტროს“ – დასძენს მერაბ გაფრინდაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...