1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს „საკონდიტრო კომპანია“ ფართოვდება

9 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. შპს „საკონდიტრო კომპანიის“ საქმიანობის გაფართოებისა და ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა 150 000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. 

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ ლარს შეადგენს, რის ფარგლებშიც „საკონდიტრო კომპანიას“ სულ მალე ახალი საწარმო შეემატება. მისი მეშვეობით, კომპანია დღეში 350-400 კგ. პროდუქციის წარმოებას და შეთავაზებული საკონდიტრო ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას შეძლებს. 

ამჯერად კომპანია 10 ადამიანს ასაქმებს, პროდუქციის რეალიზება ხორციელდება  საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის „სანდომის“ ქსელში.   

„საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების წახალისებას აქტიურად განაგრძობს. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით, შპს „საკონდიტრო კომპანია“ ფართოვდება. მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გვერდში დავუდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ბიზნესის, ამჯერად  „საკონდიტრო კომპანიის“ სამომავლო განვითარებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები