1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გზავნილების უპრეცედენტო გათამაშება საქართველოს ბანკისგან

1 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი მომხმარებლის სხვადასხვა შეთავაზებებით წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ასეთი სიახლე გზავნილების  გათამაშებაა. დღეიდან სამი თვის განმავლობაში, ფულადი გზავნილების მიღებისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, მოიგოს პრიზები: დღეში სამჯერ 100 ლარი, ხოლო ყოველი თვის ბოლოს ბინა დიღმის კომპლექსში „ვივა დეველოპმენტისგან“. 

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია. ამისათვის საჭიროა მიიღოთ გზავნილი საქართველოს ბანკის ნებისმიერი არხით, როგორიცაა: მობილბანკი, ინტერნეტბანკი, გადახდის აპარატი, ან ბანკის ნებისმიერი ფილიალი. მომგებიანია ყველა ის გზავნილი, რომელიც შეადგენს მინიმუმ 300 დოლარის/ევროს/ რუბლის ექვივალენტს ლარში და გამოგზავნილია ვესტერნ იუნიონის, რიკოგრამის, მანიგრამის, კონტაქტის, ინტელექსპრესის, ზოლოტაია კორონას, უნისტრიმის ან რიას მეშვეობით. 

ფულად პრიზს მოიგებს ის, ვინც 1 დღის განმავლობაში, ყველაზე მეტი ოდენობის თანხას მიიღებს გზავნილის სახით. აქციის ფარგლებში, ყოველდღიურად 3 ასეთი გამარჯვებული გამოვლინდება და 3 ფულადი პრიზი გაიცემა. რაც შეეხება ბინას დიღმის კომპლექსში, მას მოიგებს ის, ვისაც თვის ბოლოს  ჯამურად ყველაზე მეტი გზავნილი ექნება მიღებული. 

ინფორმაციისთვის, თებერვლის ბოლოს გამარჯვებული გამოვლინდება თებერვლის თვის მონაცემებზე დაყრდნობით; მარტის თვის გამარჯვებული − თებერვლისა და მარტის  თვის მონაცემებზე დაყრდნობით; აპრილის თვის გამარჯვებულს კი − თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების ჯამური მონაცემები გამოავლენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები