მსოფლიო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 1000 სტუდენტი „საბას“ ონლაინ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომას შეძლებს
2020-12-24 17:11:57
24 დეკემბერი, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისხმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, კვლავ განაგრძობს განათლების მხარდაჭერას. სტუდენტების წახალისების მიზნით, ბანკი იმ 1000 სტუდენტს შეარჩევს, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად ასრულებდა ტრანზაქციებს სტუდენტური ბარათით. მათ 31 დეკემბერს, საახალწლოდ, საჩუქრად „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკის 1 წლიანი გამოწერა გადაეცემათ.
ეს იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში, „საბას“ გამომწერები შეძლებენ შეუზღუდავი წვდომით ისარგებლონ 6000-ზე მეტ სხვადასხვა ჟანრის და 450-მდე პროფესიული ლიტერატურის, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან წიგნზე. მათ შორის, ხმოვან წიგნებსა და პოდკასტებზე.
აპლიკაციაში ე.წ. რიდერის ტექნოლოგია და მრავალი სხვა ფუნქციონალი სტუდენტებისთვის კითხვის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის. სტუდენტური ბარათის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, რომ სტუდენტების საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული შეთავაზებებით თუ პროექტებით, მათი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოს.
„საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, „საბასთან“ პარტნიორობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდების განვითარებაში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ განათლება, რათა მსურველებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება. საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას და გზების პოვნას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იპოვოს მისი წარმატების გზა და ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
კომენტარები