2 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია

ჟიურიმ ერთ თვიანი მუშაობის შედეგად ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტები  გამოავლინა. თითოეულ ნომინაციაში 5 ფინალისტი შეირჩა,  ნომინაციების მიხედვით კი, ისინი ასე გადანაწილდნენ:

საუკეთესო სტარტაპისთვის:

· სითიფეი

· სფეისფარმსი

· იჰოტელსი

· შენით

· ბილიკი

საუკეთესო პროდუქტისთვის:

· ალტერსოქსი

· ჯიმშერი

· ეი სოლარი

· ტერმინალი

· კოჰი.ჯი

საუკეთესო ინოვაციისთვის:

· ფეიზი

· ბაიოქიური

· ირნერო

· ი-სფეისი

· ქარუ

საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობისთვის:

· ვინტილიტორი

· ჩიკატაი

· ჰირო

· ლიდერქიდსი

· ბორდინგ კაუკასუსი

ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის:

· სფილოუ

· ჟუჟუნა

· 8000 მოსავალი

· კომბინიზონა

· ქისა

 

ბიზნესდაჯილდოება უკვე მეხუთე წელია თიბისის ორგანიზებით წარმატებით იმართება. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის შექმილ სიტუაციასთან ადაპტაცია და მიუხედავად ეკონომიკურ აქტივობებზე დაწესებული შეზღუდვებისა, საქმიანობის კვლავ გაგრძელება. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც საუკეთესო მაგალითი აჩვენა ადაპტაციისა. 

გარდა ამისა, წელს სხვა სიახლეებიცაა ბიზნესდაჯილდოებაში. ნომინაციის „საუკეთესო სტარტაპისთვის“  მხარდამჭერი ჟურნალი Forbes Georgia გახდა, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს. 

პროექტის გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა. თითოეული გამარჯვებული თიბისისგან განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს, ისინი ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს ამ სამიდან აირჩევენ: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები