2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვოლვო ქარ საქართველო“ ბათუმსა და ქუთაისში აქტიურ გაყიდვებს იწყებს

„ვოლვო ქარ საქართველომ“ დისტანციური გაყიდვების მიმართულება დაიწყო. მიმდინარე ეტაპზე ბათუმისა და ქუთაისის მაცხოვრებლებს კომპანია სთავაზობს ონლაინ შეარჩიონ სასურველი მოდელისა და კომპლექტაციის ავტომობილი, რომელსაც ვოლვოს გაყიდვების მენეჯერი თავად ჩაუყვანს ადგილზე. ვოლვომ ავტომობილის ონლაინ შეძენა კიდევ უფრო მოსახერხებელი გახადა, volvocars.com -ზე მომხმარებელს ავტომობილის 360 გრადუსით დათვალიერება, სასურველი კომპლექტაციის შერჩევა და ონლაინ რეზერვაციის გაკეთება შეუძლია.

„ჩვენ კარგად გვესმის ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გვსურს ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო მარტივი გავხადოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ბათუმი და ქუთაისი. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს საშუალება აქვს 360 გრადუსიანი ვიზუალების მეშვეობით დაათვალიეროს ჩვენი სამოდელო რიგი და „შექმენი შენი ვოლვოს“ მეშვეობით ააწყოს სასურველი კომპლექტაცია, ჩვენ კი მის მიერ შერჩეულ ავტომობილს ადგილზე მივუყვანთ“ - განაცხადა „ვოლვო ქარ საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა გაგა კოხრეიძემ.

„ვოლვო ქარ საქართველო“ ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს გთავაზობთ. მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ვოლვო XC60, S60 და S90 მოდელები 40 000 ლარიანი ფასდაკლებით და ამასთანავე მიიღოს 10 000 ლარის ოდენობის ქეშ ბექი.

ვოლვომ მიმდინარე წლის ზაფხულში, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მინი შოურუმი წარადგინა. ამჟამად შუშის კონტეინერში ახალი მოდელი, ქალაქის კომპაქტური ქროსოვერი Volvo XC40 გამოჩნდა. კონსტრუქციაზე არსებული QR კოდის დასკანირებით მომხმარებელს შეუძლია ავტომობილის მახასიათებლების, ფასისა და სხვა დეტალების ნახვა.

შვედური ბრენდი „ვოლვო ქარსი“ უკვე წელიწადზე მეტია საქართველოში ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის ავტომობილებს, რომლებიც აღჭურვილია მოწინავე ტექნოლოგიებით, ვოლვო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ბრენდის სახელით არის ცნობილი.

მის: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ტელ: 032 224 42 42

კომენტარები

მსგავსი სიახლეები