2 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა მეხუთედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და  ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და  მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.   

კვლევის თანახმად, საქართველოში ეკონომიკის აღდგენა, ტურიზიმსა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების გარდა, მოსალოდნელზე სწრაფია. მიუხედავად არატურისტული ეკონომიკის დაგეგმილზე სავარაუდოდ უფრო მეტი ფისკალური სტიმულისა, ეპიდემიოლოგიური ვითარება და რეგიონული კონფლიქტი, ზრდის პროგნოზზე ნეგატიურად მოქმედებს. 

საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წლის მეორე ნახევრამდე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ არის მოსალოდნელი. ასევე, საგარეო დაფინანსების არსებული გეგმის პირობებში, სავალუტო ინტერვენციების გასაგრძელებლად რესურსი საკმარისია, თუმცა ევრობონდის დაფარვის გეგმა გარკვეულ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. 

ლარის ეფექტური კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში ინფლაცია მომდევნო თვეებში სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს დარჩება. 

აქტიური ტურისტული სეზონის დასრულებისა და ვირუსის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, ქვეყნებში სასტუმროების საშუალო დატვირთულობის დონე შემცირებულია. მსხვილი სასტუმროების გამოკითხვიდან ჩანს, რომ ოქტომბრის დატვირთულობამ საშუალოდ 14% შეადგინა, რაც სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, ნაკლებია. არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველა კატეგორიის ოთახის დღიური ფასი წლიურად 33%-ითაა შემცირებული. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელს ოთახის შემოსავლის 60%-ით კლებაა მოსალოდნელი 2019 წელთან შედარებით. რაც შეეხება ტურისტული შემოდინებების აღდგენას, პროგნოზი კვლავ გაუარესებულია და ეტაპობრივი აღდგენა 2021 წლის მეორე ნახევრიდანაა ნავარაუდევი. 

თიბისი კაპიტალი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2020 წლის გაყიდვების ჯამურ კლებას ელოდება. კვლევის თანახმად, მოთხოვნა ახალ ბინებზე ძველ ბინებთან შედარებით მეტი იქნება. 2021 წელს აღდგენის პროცესი გაგრძელდება, 2022 წელს კი მოსალოდნელია გაყიდვებმა 2019 წლის ნიშნულს გადააჭარბოს. კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას, ამ დინამიკის გაუმჯობესება შეუძლია. 

თიბისი კაპიტალი ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების კლებასაც ელოდება - ახალ ბინებში 30%-ით, ძველ ბინებში კი - 25%-ით. გაყიდვებთან ერთად, მოსალოდნელია ბინების ფასის კლებაც. ბათუმში ბინებზე მოთხოვნის დაბრუნება ტურიზმის აღდგენასთანაა დაკავშირებული. 2019 წლის გაყიდვების ნიშნულთან დაბრუნება და გადაჭარბება 2022 წელსაა მოსალოდნელი. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ თებერვალ-მარტის პერიოდთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურებისა და HORECA სექტორებში შეინიშნება, თუმცა რაოდენობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული. 

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში ხელფასი წლიურად 2%-ით ნაკლებმა დაქირავებით დასაქმებულმა მიიღო. კლება მეტწილად დაბალანაზღაურებადი სეგმენტის (

კომენტარები

მსგავსი სიახლეები