2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედოფალი ელიზაბეტის ლენდ როვერი და სხვა, ექსკლუზიურად მისთვის შექმნილი ავტომობილები.

 

როგორი წარმოსადგენია, დედოფალი ელიზაბეტი სპეციალურად მისთვის შექმნილი უიშვიათესი ავტომობილით რომ გადაადგილდება ქუჩებში? სამეფო ოჯახის წევრებისთვის ეს არც თუ ისე დიდი სიგიჟეა. დედოფალი 94 წლის ასაკშიც კი წარმატებით მართავს ავტომობილს. კოლექცია საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ მისმა უდიდებულესობამ საკმარისი სიამოვნება მიიღოს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით (დიახ, დედოფალი ელიზაბეტი ტექნიკურად ბრიტანეთის მოქალაქეა) ქუჩებში მოძრაობისას მას მართვის მოწმობა არ სჭირდება. ისევე, როგორც ავტომანქანის დაზღვევა.

მიუხედავად იმისა, რომ პაპარაცები მას უმეტესად ავტომობილების უკანა სავარძელზე აფიქსირებენ, დედოფალი არცთუ ისე იშვიათადაა საჭესთან. თავისი საყვარელი ლენდ როვერ დეფენდერით კეიტ და კეროლ მიდლტონებსაც კი გაუწია მძღოლობა.

ზემოთ მოყვანილ ფოტოზე დედოფალი ელიზაბეტი თავისი 2015 წლის რეინჯ როვერით გადაადგილდება, ის მისთვის შექმნილი ექსკლუზიური მოდელებით ძირითადად სამეფო პროცესიებში ჩნდება, მხოლოდ, უკანა სავარძელზე, რადგან ხელები მისალმებისთვის უნდა ჰქონდეს თავისუფალი.

დედოფალი ელიზაბეტის კოლექციაში დაახლოებით 25 უიშვიათესი მოდელის ავტომობილი შედის, ცხოვრების მანძილზე კი დაახლოებით 30-მდე ლენდ როვერი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ასევე ფლობს ისეთი მარკის ავტომობილებს როგორიც იაგუარი და ბენტლია, აშკარაა, რომ მისი გამორჩეულ სიმპატიებს ლენდ როვერის მარკის ავტომანქანები წარმოადგენს. კომფორტული ინტერიერი და მძლავრი ტრანსპორტი სწორედ ისაა, რაც ელიზაბეტ მეორეს განსაკუთრებით ხიბლავს.

გამომდინარე იქიდან, რომ ლენდ როვერი ელიზაბეტ მეორის ყველა დროის საყვარელი ბრენდია. დედოფალი არაერთ ღონისძიებაზე გამოჩენილა ლენდ როვერის საკულტო, დაუვიწყარი და ექსკლუზიური მოდელებით.

1978 წელს ლენდ როვერმა სპეციალურად დედოფლისათვის შექმნა უნიკალური, შუქნიშნიანი მოდელი, რომლის საშუალებითაც ელიზაბეტ მეორე მძღოლს ატყობინებდა როდის სურდა შეჩერება, შენელება ან გზის გაგრძელება.

1956 წელს ნიგერიაში გადაღებულ ფოტოზე კი, ასევე სამეფო ოჯახისთვის სპეციალურად შექმნილი, ღია ლენდ როვერია წარმოდგენილი. ავტომობილის უკანა სავარძლები შედარებით შემაღლებული იყო, რათა ხალხს დედოფალი ელიზაბეტისა და პრინცი ფილიპის დანახვა უკეთ შესძლებოდა.

დედოფალ ელიზაბეტ მეორის კოლექციაში ასევე შედის შესანიშნავი ასტონ მარტინი - Volante DB6. ამ უიშვიათესი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი მათი ქორწილის დღეს, 2011 წელს.

მისი უდიდებულესობის კუთვნილებაშია აგრეთვე როლს როისი - Phantom V. ეს ავტომობილი 1961 წლის მოდელის ჩათვლით სულ 516 ცალი შეიქმნა და საკოლექციო მანქანას წარმოადგენს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები