2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გსურთ, საქართველოში საფონდო ბირჟამ იარსებოს? ეს ბლოგი თქვენთვისაა

გაქვთ დანაზოგი და არ იცით, ფული სად დააბანდოთ სარგებლის მისაღებად?

წარმოიდგინეთ, წარმატებული ქართული კომპანიების აქციები რომ შეგეძინათ და შემდეგ, აქციების გაყიდვით, იმაზე მეტი თანხა გამოგემუშავებინათ, ვიდრე ეს საბანკო ანაბრით არის შესაძლებელი.

ასეთი რამ საქართველოში ჯერ არ არსებობს, მაგრამ მისი შექმნა და თქვენთვის შემოსავლის ახალი გზის გაჩენა სრულიად შესაძლებელია.

წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, თუ რა გზით შეუძლიათ ბიზნესის მფლობელებს კომპანიის გაფართოებაზე ზრუნვა და შევთანხმდით რომ ძლიერ ეკონომიკას წარმატებული ბიზნესი ქმნის. მოდით, ახლა ასეც ვიფიქროთ: როგორ შეიძლება სხვისი წარმატებული ბიზნესით სარგებელი მეც მივიღო?


საფონდო ბირჟა - ის, რაც საქართველოში არ გვაქვს, მაგრამ გვჭირდება

როგორც აღვნიშნეთ, საფონდო ბირჟა არის შესაძლებლობა,  ყოველწლიურად გამოიმუშავოთ გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუკი ფულს ბანკში განათავსებდით და პროცენტულ სარგებელს დაელოდებოდით.

განვითარებული საფონდო ბირჟა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე კომპანიებისა და მოსახლეობისთვისაც მხოლოდ კარგის მომტანია.

კომპანიებს შეეძლებათ მცირედი წილის აქციებად გაყიდვით მოიზიდონ დამატებითი ფულის დიდი მასა, ხოლო მოსახლეობას სტიმული უჩნდება, დაზოგოს თანხა და შეიძინოს აქციები.
რა არის საჭირო საფონდო ბირჟის შესაქმნელად?

არაა საჭირო ველოსიპედის გამოგონება! საფონდო ბირჟის მოდელი გადმოღებული იქნება ისეთი გიგანტი და წარმატებული ქვეყნებიდან, როგორებიც არის: ლონდონის საფონდო ბირჟა, ჰონგ–კონგის საფონდო ბირჟა, ნიუ–იორკის სააქციო ბირჟა.

სახელმწიფოს ინიცირებით და მხარდაჭერით საჭიროა ბირჟის პლატფორმის შექმნა რაშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საერთაშორისო ინსტიტუტები ასევე ადგილობირივი კომერციული ბანკები და ფონდები.

აუცილებელია შესაბამისი  საკონონმდებლო ბაზის მომზადება და ბირჟით ქართული კომპანიების დაინტერესება/მოზიდვა. მაგალითად კანონის მიღება, რომლის თანახმადაც საქართველოში არსებული, ბუნებრივ რესურსებზე მომუშავე თითოეული  კომპანია ვალდებული იქნება თავისი აქციების 20% გაიტანოს ბირჟაზე, რომელთა შეძენა თითოეულ მოქალაქეს შეეძლება.

 

კანონი შევქმენით, შემდეგ რა ხდება? 

საფონდო ბირჟის მუშაობის სტილი ძალიან მარტივია. ის საშუალებას აძლევს მყიდველსა და გამყიდველს, მოლაპარაკდნენ ფასზე და აქციებით ივაჭრონ.
როდესაც გადაწყვეტთ თქვენი ფინანსების დიდი კომპანიების აქციებში დაბანდებას, რეგისტრაციას გაივლით სპეციალურ სისტემაში და აქციების შესაძენად მზად იქნებით.

კომპანიების წარმატება მათი აქციების ღირებულებას გაზრდის. შესაბამისად, რაც მეტი აქცია გექნებათ, მეტ სარგებელსაც მიიღებთ - გაცილებით მეტს, ვიდრე ფულს ბანკში დადებდით და წლის ბოლოს, პროცენტულ სარგებელს დაელოდებოდით.

საქართველოში საერთაშორისო საფონდო ბირჟა გზას გაუხსნის ქართულ კომპანიებს პირდაპირ მოიზიდონ უცხოელი ინვესტორები ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და ასევე აშშ-ს, ევროპის და აზიის ბაზრებიდან. თავის მხრივ ქართველებს ექნებათ საშალება გახდნენ ისეთი საერთაშორისო კომპანიებს აქციონერები როგორიცაა Apple, Google, Toytoa თუ სხვა. ეხ ხომ ბევრისთვის აქამდე წარმოუდგენელი შესაძლებლობაა.


გარდა ამ უნიკალური შესაძლებლობისა, კიდევ რას ვიღებთ საფონდო ბირჟის გაჩენით?

გაჩნდება ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები – სისტემაში ჩაერთვებიან ფინანსისტები, ბუღალტრები, აუდიტი და მრავალი შესაბამისი კვალიფიციური კადრი.

მარტივად რომ ვთქვათ: საფონდო ბირჟის შექმნა ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყნის ჭაობიდან ამოსვლის კიდევ ერთი ეფექტური შესაძლებლობაა, რომლითაც სარგებლის მიღება, პირველ რიგში, თქვენ შეგიძლიათ.

„ლელო“ პირდაპირ გეუბნებათ, რომ ახალ იდეებს განხორციელებისთვის გამბედაობა სჭირდება, რომელიც კონკრეტულ ცოდნასა და სათანადო გამოცდილებას ემყარება. და იმასაც გეტყვით, რომ „ლელო“ მზადაა, ამ ცვლილების სათავეში თქვენთან ერთად დადგეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები