2 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბილაინი აგრძელებს სტარტაპების მხარდაჭერას და ქართულ მობილურ აპლიკაციას BeWise უმეგობრდება

თბილისი, 6 ოქტომბერი, 2020 -  საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი აგრძელებს სტარტაპების მხარდაჭერას და საქართველოში ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას. ამჯერად კომპანია ჯანმრთელობის აპლიკაცია Bewise-ის პარტნიორი გახდა, რაც ამ ინოვაციური ციფრული პლატფორმის  პოპულარიზაციას გულისხმობს.

BeWise პირველი მობილური აპლიკაციაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს ჯანმრთელობის მართვის ახალ მიდგომას სთავაზობს. აპლიკაციით ადამიანს შეუძლია აკონტროლოს შესაძლო ავადმყოფობის სიმტპომები და შეინახოს  ისტორია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. BeWise-ს აქვს რეგისტრაციის მარტივი მოდული, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია განისაზღვროს მომხმარებლის რისკ ჯგუფი. შემდგომ, მომხმარებელი ონლაინ უთითებს ყველა იმ სიმპტომს, რომლებიც ახლა ან უახლოეს წარსულში აწუხებდა. აპლიკაცია გარკვეული პერიოდულობით ეკითხება მომხმარებელს, თუ როგორ გრძნობს ის თავს. შედეგად გენერირდება ელექტონული ანამნეზი, რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, საჭიროების შემთხვევაში, ჩივილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ექიმს. დამატებით, აპლიკაციაში ჩაშენებულია facebook-ის ე.წ. Stories -ს მსგავსი მოდული, სადაც მოცემულია სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებით.

მეტი ინფორმაციისთვის აპლიკაციის შესახებ, ეწვიეთ BeWise Facebook-ზე: https://www.facebook.com/Bewise.ge; ვებგვერდზე: www.bewise.ge; დაუკავშირდით BeWiseBot-ს: m.me/Bewise.ge და გადმოწერეთ BeWise აპლიკაცია: https://play.google.com/store/apps/details?id=com.wisegroup.bewise&hl=en

### 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

[email protected] 

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები