2 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“დანაშაულის ტოლფასია ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში არსებული უმძიმესი მდგომარეობა”-მედეა მეტრეველი

 

 

“ლელოს” ლიდერმა მედეა მეტრეველმა და გორის და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაპუნა კობერიძემ კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში  საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგი ივანე ჯავახიშვილის მუზეუმის სავალალო მდგომარეობას ეხებოდა, რომელიც სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს. 

 

“ლელოს” ლიდერის, მედეა მეტრეველის თქმით, დიდი საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალებიდან 80 წლის თავზე მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია და მას წლებია, არ ჩატარებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის საჭირო გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები. 

 

“ამის გამო, შენობის ავარიული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მემკვიდრეობის ძეგლს, არამედ მასში დაცულ უნიკალურ ისტორიულ ექსპონატებს - ივანე ჯავახიშვილის პირად ნივთებს.  მუზეუმის მცირე ბიუჯეტი არ იძლევა საშუალებას გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად. მუზეუმის ადმინისტრაციის არაერთი თხოვნის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზით, ხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების გადავადება გაურკვეველი ვადით. ანალოგიურ მდგომარეობაშია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული სახლ-მუზეუმები, რომელთა მოვლა-პატრონობაზე და მათში დაცულ ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროს და მუნიციპალიტეტებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სრულ გულგრილობას იჩენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ და სრულიად არამიზნობრივად ხარჯავენ საბიუჯეტო სახსრებს,”-განაცხადა მეტრეველმა. 

 

კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაპუნა კობერიძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, რომელიც სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, პასუხისმგებლობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეკისრება და მას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს ისეთ ისტორიულ ადგილებს, როგორიც ივანე ჯავახიშვილის მუზეუმია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები