2 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნამდვილი ფასეულობები მუდმივია - „ვეფხისტყაოსნის“ სერია „ნატახტრისგან“ შეზღუდული რაოდენობით

 

„ეფეს საქართველომ“  მისი წამყვანი ლუდის ბრენდის „ნატახტრის“ ახალი   სერია წარმოადგინა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. ახალი სერიის შეფუთვა თანამედროვე ქართველი მხატვრის, დავით მაჭავარიანის, ხელით გაცოცხლებული  „ვეფხისტყაოსნის“ სცენებითაა შემკული. 

პროექტი  დავით მაჭავარიანთან ერთად დაიწყო, რომელიც 4 წლის განმავლობაში მუშაობდა გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე. წიგნი 2019 წელს გამოქვეყნდა და ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა. ამჯერად, ამ ულამაზესი ნამუშევრის 4 მნიშვნელოვანი სცენის ხილვა შესაძლებელი იქნება მაღაზიის თაროებზე „ნატახტრის“ შეფუთვების საშუალებით, შეზღუდული დროით. 

თანასწორობა, მეგობრობა,  სიყვარული, სიკეთე - ეს ღირებულებები ვიზუალურად და აფორიზმით გადმოცემულია 4 სხვადასხვა შეფუთვაზე, რომელიც უკვე გაყიდვაშია. 

„ჩვენთვის, როგორც ლუდის ბაზრის ლიდერისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩავდოთ ინვესტიცია ინოვაციაში, მომხმარებლის საჭიროებებსა და, ასევე, ქართულ კულტურაში. „ნატახტრის“ ბრენდი 15 წელზე მეტია, რაც ბაზარზეა და ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ არა მხოლოდ პროდუქციას ვაწვდით, არამედ ჩვენს მომხმარებლს სიხარულსაც ვჩუქნით. შესაბამისად, ჩვენ წარმოებაში ჩავუშვით „ნატახტარი პლატინუმი“ და „ნატახტარი გრინი“, როგორც სეზონური სერიები, რათა დაგვეკმაყოფილებინა განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანების საჭიროებები. მოგვიანებით გამოვუშვით 100% ცივი „ნატახტარი“ თერმოქრომული ეტიკეტით, რომელიც ერთ-ერთი უახლესი ინოვაციაა ეტიკეტირების სფეროში. ახლა ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ ისეთი დიდი პროექტის მონაწილე, რომელიც, ჩემი აზრით, ფასდაუდებელია ქართული კულტურისთვის,”- განაცხადა “ეფეს საქართველოს“ კომერციულმა დირექტორმა, ალფან აკპეჩემ

„სამწუხაროდ, „ვეფხისტყაოსანი“ იმდენად ადრე ისწავლება სკოლაში, რომ ბევრისთვის გაუგებარია მისი შინაარსი. ჩვენ გვინდა, ვუბიძგოთ ქართველებს გაეცნონ ამ სიბრძნეს და გაიაზრონ, საიდან მოვდივართ, სად ვართ და საით წავალთ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი საუნჯე და ჩვენი პასუხისმგებლობაა შევახსენოთ და ვაჩვენოთ რამდენად მდიდარია ჩვენი კულტურა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ შეფუთვას, როგორც საინფორმაციო მატარებელს, რათა გავახსენოთ ის, რაც მუდმივია და რაზეც საუბარი დაგვავიწყდა, ან გვერიდება, ან არ გვინდა საუბარი. ეს მცდელობაა, ბრენდმა მომხმარებელს ფუნქციონალურ სარგებელთან ერთად სულიერი საზრდოც მისცეს. ამ შემთხვევაში ლუდი „ნატახტარი“ საფიქრალს აძლევს, ცდილობს დააფიქროს მომხმარებელი მუდმივ ფასეულობებზე, რაც მჯერა, რომ განვითარების საწინდარია. გვინდა გავახსენოთ ზრდასრულ ქართველებს ის სიბრძნე, რომელიც ჩვენია და რაზეც ჩვენი ერი იდგა საუკუნეების განმავლობაში.  დღევანდელ რეალობაში მსგავსი ურთიერთობის ფორმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც ირგვლივ ძალიან ხშირია სიძულვილის ენის გამოყენება და კიდევ უფრო მეტად იკვეთება პასუხისმგებლობა, რომელიც ბრენდებმა უნდა იგრძნონ და კვლავ იფიქრონ იმაზე თუ,  რა დამატებითი სარგებელი შეუძლიათ მოუტანონ მომხმარებელს, გარდა ფუნქციონალური სარგებლისა. ამ პროექტზე „ეფეს საქართველოს“ გუნდი 2019 წლიდან ვმუშაობთ და საკმაოდ კომპლექსური იყო, მაგრამ ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომითა და დავით მაჭავარიანის უდიდესი ჩართულობით „საყვარელი“ პროექტი ჩაეშვა, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და დიდი იმედი გვაქვს, თქვენც მოგეწონებათ,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი, ანა ქარჩავა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები