2 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ლელო” მეშახტეების შრომითი უფლებების დასაცავად

 

 

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ანა ბიბილაშვილი  ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,  ტყიბულში მეშახტეებს შეხვდნენ და იქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრისას მამუკა ხაზარაძემ ტყიბულის მეშახტეების სამუშაო პირობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მეშახტეების შრომის უსაფრთხოების პირობები მინიმუმამდეა დასული, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. „ლელოს“ თავმჯდომარემ ტყიბულის საწარმოს გაუმართაობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისი ახალი და გამართული ტექნოლოგიებით აღჭურვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

„სერიოზული ახალგაზრდა პროფესიონალებითა და კონკრეტული გეგმით ვართ შეიარაღებულები, რომ ეს გაუსაძლისი მდგომარეობა შევცვალოთ. ვიცი, რომ შრომის პირობები ნებისმიერ სტანდარტზე შეუსაბამოა. თუ რეალური ცვლილება არ მოხდა საწარმოში, ამ ტექნოლოგიით და დღეის მდგომარეობით, პერსპექტივის შანსი მცირეა. ამიტომ ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით პროგრამაში გვაქვს შეტანილი, გვაქვს გეგმა, რომელიც 4 წელში ამ ქვეყანას რადიკალურად შეცვლის.  ტყიბულში უნდა მოვიზიდოთ სერიოზული ინვესტიცია, რომ ეს საწარმო გახდეს ეფექტური და არა ისეთი, როგორიც დღესაა. ტყიბულის საწარმოს 50% დღეს თითქმის დანაკლისია, რადგან ძველი ტექნოლოგია და შრომის რთული პირობებია. ასეთ პირობებში შრომა გადარჩენისთვის ბრძოლაა. თუ სიახლეზე არ გადავეწყეთ, ასეთ მდგომარეობაში მოგვიწევს ყოფნა, რაც შეუძლებელია. მეშახტეობა არის ძალიან მძიმე და ვაჟკაცური პროფესია, ამ ადამიანებს სჭირდებათ სხვანაირი მხარდაჭერა და, უპირველეს ყოვლისა, შრომის უსაფრთხოების დაცვა. ლელოს „მარშალის გეგმით“ ჩვენ შევქმნით ისეთ პირობებს, სადაც ინვესტიცია შემოვა არამარტო ტყიბულში, არამედ ყველა იმ საწარმოში, რომელიც დღეს არის გაჩერებული ან არის ნაკლებად ეფექტური. ერთდროული ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკის არის ერთადერთი გამოსავალი. მარტივად რომ ვთქვათ, არამარტო ტყიბულს, არამედ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წელში ქვეყანას შევცვლით უკეთესობისკენ, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ საქმე,“-აცხადებსმამუკა ხაზარაძე.

 

ტყიბულში მეშახტეებთან შეხვედრის დროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც „ლელოსთვის“ უპირველესია და აღნიშნა, რომ მეშახტეებმა დაცულ გარემოში უნდა იმუშაონ.   

 

„ლელოსთვის“ პრიორიტეტული არის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა მოერგოს იმას, რომ ადამიანები მუშაობდნენ და გრძნობდნენ თავს დაცულად,“-აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები