2 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკში იურიდიული პირები ანგარიშის გახსნას ონლაინ შეძლებენ

11 სექტემბერი, 2020- საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესებზე და საჭიროებებზე  მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი შპს-ს და ინდ. მეწარმეებს  აძლევს შესაძლებლობას, ბანკში მიუსვლელად გახდნენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები და  დისტანციურად გახსნან ორგანიზაციის პირველი ანგარიში. 

იმისათვის, რომ კომპანიის დირექტორმა ანგარიში დისტანციურად გახსნას, ის, როგორც ფიზიკური პირი, საქართველოს ბანკის მომხმარებელი უნდა იყოს. მას შემდეგ რაც, შპს-ს ან  ინდ. მეწარმე დისტანციურად გახდება საქართველოს ბანკის ბიზნესკლიენტი, ანუ გახსნის პირველ ანგარიშს, ის ავტომატურად მიიღებს ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა პროდუქტს. როგორიცაა: მიმდინარე ანგარიში (GEL, USD, EUR), ინტერნეტბანკი, ბიზნეს ბარათი (Cash Card ან Business Card) და შეტყობინებების სერვისი. 

იმ შპს-სა და ინდ. მეწარმისთვის, რომელიც დისტანციურად გახსნის ანგარიშს, ბანკის გადაწყვეტილებით, 6 თვის განმავლობაში სერვისები  (მიმდინარე ანგარიში (GEL, USD, EUR), ინტერნეტბანკი, ბიზნეს ბარათი (Cash Card ან Business Card) და შეტყობინებების სერვისი) სრულიად უფასო იქნება. საქართველოს ბანკი კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის  მომხმარებელს, თბილისის მასშტაბით, ასევე უფასოდ სთავაზობს ბარათის ადგილზე მიტანის სერვისს. 

დისტანციური ანგარიშის გასახსნელად საკმარისია მომხმარებელმა ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტების ატვირთვის გარეშე შეავსოს მარტივი განაცხადი შემდეგ ბმულზე:  https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5f59e48c49226a1119b41cf0 

„როგორც ყოველთვის, ახლაც საქართველოს ბანკი ზრუნავს ბიზნესების  ხელშეწყობასა და განვითარებაზე და იმაზე რომ მომხმარებელს მათ საჭიროებაზე, ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი წარუდგინოს. ამჯერად ბანკმა იურიდიულ პირებს ონბორდინგი დისტანციურად შესთავაზა. იმისათვის, რომ შპს-მ და ინდ. მეწარმემ გახსნას კომპანიის პირველი ანგარიში, ამისათვის საჭიროა, ის, როგორც ფიზიკური პირი, იყოს ჩვენი მომხმარებელი, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე შეავსოს მარტივი ფორმა, რის შემდეგაც ის  ბიზნეს პაკეტით გათვალისწინებულ სერვისებს  6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ მიიღებს“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...