0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Global Finance-მა საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

13 აგვისტო, 2020- საერთაშორისო გამოცემის, Global Finance-ის მიერ, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა. 

Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა. Infosys კონსალტინგის,  ტექნოლოგიისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერი კომპანიაა. 

საერთაშორისო გამოცემამ  მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების გამარჯვებულები, უკვე 21-ედ, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინა: მომხმარებლის მოზიდვისა და მომსახურების ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლისათვის ციფრული შეთავაზებების წარმატებით განხორციელება, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, ციფრული პროდუქტების მრავალფეროვნება და ინიციატივები და ამ ინიციატივების შედეგად მიღებული ხელშესახები ბენეფიტები მომხმარებლისთვის. ასევე, გამართული  ციფრული ფუნქციონალი და  დახვეწილი დიზაინი. 

„წელს გლობალურმა პანდემიამ დააჩქარე ციფრულ ბანკინგზე გადასვლის პროცესი, თუმცა განვითარებაზე ორიენტირებული ბანკები უკვე ამ გზაზე იყვნენ. ჯილდო გადაეცემა ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მომხმარებლებს ბანკინგის ახალ სამყაროში მიუძღვებიან“,- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. 

“უპასუხო მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს და ფეხი აუწყო გამოწვევებს, ნიშნავს იყო თანამედროვე და  მუდმივი განვითარების პროცესში. ამისათვის უნდა  უსმინო მომხმარებლის ხმას და იმუშაო თითოეული დეტალის სრულყოფაზე. საქართველოს ბანკის ციფრული ბანკინგი სწორედ თანამედროვე ტრენდებისა და  მომხმარებელთა უშუალო ინტერესების გათვალისწინებით არის შექმნილი. ის უამრავი პროფესიონალის შრომისა და ფუნქციური სრულყოფილების წარმატებული ნიმუშია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მოიპოვა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს/ბიზნესს გავუმარტივოთ პროცესები, დავუზოგოთ დრო, შევუქმნათ კომფორტი და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო განვითარებაში,” – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ. 

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო კიდევ რამდენიმე კატეგორიაში მიიღო. ესენია: ჯილდო საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებებისთვის; საუკეთესო ონლაინ სერვისი ინვესტიციების მართვისთვის, საუკეთესო ციფრული ბანკი დაკრედიტებაში, საუკეთესო ციფრული სერვისები ვაჭრობის დაფინანსებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები