მსოფლიო
“აჭარაბეთის“ მხარდაჭერით Startup World Cup-ის ღონისძიებას საქართველომ უმასპინძლა- რეგიონალური გამარჯვებული გამოვლინდა
2020-08-01 11:04:45
კომპანია “აჭარაბეთის“ მხარდაჭერით 30 ივლისს, Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას საქართველომ უმასპინძლა, ფინალში 7 ქვეყნიდან - 10 სტარტაპი მოხვდა, მათ შორის, 4 ქართული სტარტაპი. შეჯიბრს უმაღლესი რანგის საერთაშორისო ჟიური ხელმძღვანელობდა.
მესამე ადგილი ქართულმა სტარტაპმა - Phubber-მა დაიკავა, II ადგილი - Izibac, რუმინეთიდან, პირველ ადგილზე კი უკრაინული სტარტაპი - Bicovery გავიდა, რომელიც მსოფლიო ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის, რომელიც $1,000.000 შეადგენს. მანამდე კი შესაძლებლობა ექნება, ევროპის ფინალზე $500,000 მოიპოვოს.
სტარტაპ შეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა წარმატებული საერთაშორისო სპიკერებისთვის, დასწრებოდა ვირტუალურ გამოფენას და ამასთანავე, მონაწილეებს წამყვან ინვესტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონათ, ვირტუალური პლატფორმის გამოყენებით.
„Startup World Cup” სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია Pegasus Tech Ventures-ის მიერ.
კომენტარები