ბიზნესი
აჭარაბეთის მხარდაჭერით Startup World Cup-ის ღონისძიებას საქართველო მასპინძლობს და რეგიონალური გამარჯვებულის გამოსავლენად ემზადება
2020-07-27 13:02:46
30 ივლისს, მსოფლიო სტარტაპ რუკაზე საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გამოჩნდება. კომპანია “აჭარაბეთის“ მხარდაჭერით Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას - Black Sea and Beyond Regional Competition საქართველო მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას 12 ქვეყნის სტარტაპები იღებენ. “აჭარაბეთი“ როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სფეროს მხარდამჭერი კომპანია კონკურსის გენერალური სპონსორია.
სტარტაპებისთვის რეგისტრაცია 24 ივლისს დასრულდა. 12 დღის განმავლობაში, აპლიკაცია 60-ზე მეტმა მონაწილემ შეავსო და საერთაშორისო ჟიურიმ უკვე გამოავლინა 20 საუკეთესო სტარტაპი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გადავიდა და 28 ივლისს, ნახევარ-ფინალში შეეჯიბრება ერთმანეთს. 30 ივლისს კი, გამოვლინდება რეგიონალური გამარჯვებული, ათი ფინალისტი საერთაშორისო ჟიურის წინაშე პირდაპირ ეთერში წარადგენს საკუთარ სტარტაპს.
ღონისძიებაზე მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია,დამსწრე აუდიტორიას ასევე ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინოს არაერთ წარმატებულ საერთაშორისო სპიკერს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაესწროს ვირტუალურ გამოფენას და დაამყაროს კონტაქტები მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან.
გამარჯვებული სტარტაპი SWC-ის ფინალზე კალიფორნიაში გამემგზავრება და 1,000.000$-სთვის იბრძოლებს.
დამატებითი დეტალები ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.startupworldcup.io/georgia-regional
კომენტარები