ბიზნესი
გურამ წიბახაშვილი და ტორესა მოსი - ვიზუალური მეხსიერება აქ.ახლა
2020-06-26 17:09:38
თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.
26 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.
ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი ტორესა მოსი იქნება.
სესიის - „ვიზუალური მეხსიერება - აქ.ახლა“ ფარგლებში, გურამ წიბახაშვილი მის მიერ მრავალი წლის განმავლობაში შექმნილ ფოტო-არქივზე ისაუბრებს, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას დეტალურად ასახავს.
გასულ წელს თიბისიმ, გამომცემლობა „ინდიგოსთან“ თანამშრომლობით, პროექტი - „ზამთარი გატადანილია“ განახორციელა, რომელმაც 1990-იანი წლების საქართველოს შესახებ ფოტო-ალბომი, გამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გააერთიანა. წიგნში ავტორის 250-მდე ფოტო და მწერლის - ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები შევიდა.
კომენტარები