მსოფლიო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმისა და მასპინძლობის მე-5 კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა
2020-06-16 15:36:25
16 ივნისი, 2020- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-5 კონფერენცია, Welcome to Georgia ონლაინ პლატფორმა Zoom-ის დახმარებით ჩატარდა. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო კონფერენციის თემატიკა თავიდან ბოლომდე მიეძღვნა კოვიდ-19-ის გავლენას აღნიშნულ ინდუსტრიაზე. პანდემიამ ფორმატის ცვლილებაც გამოიწვია და კონფერენცია, რომელიც წარსულში 400-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობდა, წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-5 კონფერენცია საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით ტარდება და ორი პანელისგან შედგება, სადაც სამთავრობო, თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები ინდუსტრიაზე კორონავირუსის გავლენასთან დაკავშირებულ სხადასხვა თემას წარადგენენ. კონფერენციაში მონაწილეობენ შემდეგი ორგანიზაციის/სტრუქტურების წარმომადგენლები: თბილისის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, აწარმოე საქართველოში, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ბიდიო, საქართველოს ბანკი, Hotel Contract Georgia.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ონლაინ კონფერენცია B2B შეხვედრებით დასრულდა, სადაც მონაწილეებს მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა მიეცათ.
“ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინანტთა და გამარჯვებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ახლა, ახალი რეალობიდან გამომდინარე ტურიზმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებასა და წახალისებაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, Welcome to Georgia! არის ტურიზმისა და მასპინძლობის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია პროექტის თანაორგანიზატორია და ინდუსტრიას აქტიურად უჭერს მხარს.
R
კომენტარები