ბიზნესი
„ვენდი“ და „დანკინი“ სტუმრებს დარბაზებში შეკვეთის განახლებული ტექნოლოგიებითა და შეთავაზებებით ელიან
2020-06-12 17:46:34
ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ და „დანკინი“ მონატრებულ სტუმრებს რესტორნების დარბაზებში ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, შეკვეთების მიღების განახლებული ტექნოლოგიებითა და გემრიელი შეთავაზებებით ელიან.
სულ მალე მომხმარებლებს „ვენდისა“ და „დანკინში“ უგემრიელესი მენიუს შეკვეთა QR კოდის საშუალებით, „დანკინში“ კი თანამედროვე კიოსკების მეშვეობით შეეძლებათ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების დროს, უკონტაქტოს გახდის სასურველი მენიუს შეკვეთის პროცესს და მეტად დაცული და უსაფრთხო იქნება ანგარიშსწორება.
რაც შეეხება სიახლეებს პროდუქტების შეთავაზების კუთხით: „ვენდიმ“ სტუმრებისთვის ახალი მენიუ „Biggie Box“ –ი შეიმუშავა სპეციალურ ეკონომ ფასად, მხოლოდ 10.95 ლარად; „დანკინ ორიგინალ“ ყავას ნებისმიერ დონატთან ერთად 4.90 ლარად, ხოლო ამერიკანოს კი ნებისმიერ დონატთან ერთად მხოლოდ 5.40 ლარად სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს.
რაც შეეხება დარბაზში სტუმრობის უსაფრთხოების წესებს, ყველსათვის სავალდებულოა დეზობარიერის და თერმოსკრინინგის გავლა, ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა; რეკომენდებულია უნაღდო ანგარიშსწორება. მომხმარებელმა პირბადე მხოლოდ საკვების მიღებისას უნდა მოიხსნან.
თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით უკვე რამდენიმე თვეა „ვენდისა“ და „დანკინში“ უკიდურესად გამკაცრებულია ჰიგიენის დაცვის ნორმები. სადეზინფექციო ხსნარებით სისტემატიურად ხდება ზედაპირების დამუშავება ყოველი მოხმარების შემდეგ და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება პროდუქტების მომზადება.
ბოლო 2 თვის განმავლობაში, „ვენდი“ და დანკინი“ ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესების დაცვით, უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოფთა მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეკვეთილი პროდუქტების ადგილზე მიტანის, Drive-Thru და Pick Up სერვისის მეშვეობით.
R
კომენტარები