მსოფლიო
ავერსის სააფთიაქო თარო
2020-05-25 14:24:56
ავერსის სააფთიაქო თარო
ავერსი მომხმარებლებს სთავაზობს ახალ პროექტს „სააფთიაქო თარო“.
ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, განათავსოს ვირტუალურ სააფთიაქო თაროზე თავისთვის საჭირო 10 მედიკამენტი და 10 არამედიკამენტი და ყოველდღე ისარგებლოს ყველაზე დიდი ფასდაკლებით!
პროექტის უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს აღარ უწევს, ელოდოს ფასდაკლების დღეებს - მას შეუძლია, ნებისმიერ დროს დიდი ფასდაკლებით შეიძინოს სასურველი პროდუქცია. რაც მთავარია, პროექტში ჩართვა შეუძლია ყველას, განურჩევლად ასაკისა.
პირად სააფთიაქო თაროზე თითოეული პროდუქტი თავსდება 1 თვის ვადით. ამის შემდეგ ის შეიძლება შეიცვალოს სხვა პროდუქტით დადგენილი სიიდან.
მედიკამენტების სიაში შედის:
· საგულე საშუალებები;
· წნევის დამწევი საშუალებები;
· თრომბის საწინააღმდეგო საშუალებები;
· ქოლესტერინის მარეგულირებელი საშუალებები;
· დიაბეტის სამკურნალო საშუალებები;
· ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო საშუალებები;
· ვენების ქრონიკული უკმარისობის სამკურნალო საშუალებები;
· სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო საშუალებები;
· თვალის დაავადებათა სამკურნალო საშუალებები;
· საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევისას გამოსაყენებელი საშუალებები;
· რევმატული დაავადებების სამკურნალო საშუალებები და სხვა.
რაც შეეხება არამედიკამენტურ ნაწარმს, თაროზე შეგიძლიათ განათავსოთ ავერსის ექსკლუზიური ბრენდების სახისა და სხეულის მოვლის საშუალებები, ბავშვის საკვები და საფენები.
პროექტით სარგებლობის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
კომენტარები