0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პაშა ბანკი და რე|ბანკი თანამშრომლებს სრულად შეინარჩუნებენ

2020 წლის დასაწყისში გლობალურად გავრცელებულმა პანდემიამ COVID-19 ნეგატიური გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე. ბევრი კომპანია შექმნილი ვითარების გამო იძულებული გახდა, რადიკალური საკადრო პოლიტიკა გაეტარებინა.

პაშა ბანკმა და რე|ბანკმა, რომლებიც აზერბაიჯანული საინვესტიციო ჯგუფის „პაშა ჰოლდინგის“ წევრები არიან, მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს მხოლოდ პანდემიით გამოწვეული მიზეზით არცერთი თანამშრომელი არ დატოვებს კომპანიას. ამის შესახებ პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ბ-მა არდა არკუნმა კომპანიის ყველა თანამშრომელს პირადად აცნობა ვიდეო ზარის საშუალებით. მან აქვე განმარტა, რომ პაშა ჰოლდინგს განვითარების გრძელვადიანი მიზნები აქვს საქართველოს ბაზარზე და პროფესიონალი კადრების დამატებასა და შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

ბნ-მა არდა არკუნმა მადლობა გადაუხადა ყველა ფილიალის თანამშრომელს და ასევე მათ, ვინც დისტანციურად მუშაობს, რათა უწყვეტად შენარჩუნდეს საბანკო პროცესები და კლიენტების მომსახურება.

„შექმნილ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, სრულყოფილი საბანკო მომსახურება შევთავაზოთ პაშა ბანკის მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს, ასევე რე|ბანკის საცალო მომხმარებლებს. ხარისხი ყოველთვის იყო ჩვენი ბრენდის ერთი-ერთი მთავარი ღირებულება და მიხარია, რომ მოცემულ კრიზისულ პირობებში ჩვენი გუნდი წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული, პროფესიონალი თანამშრომლები და გამართული პროცესები ბანკისთვის.“ - თქვა ბნ-მა არდა არკუნმა.

პაშა ბანკის და რე|ბანკის თანამშრომლებს ასევე მიმართა პაშა ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა ბნ-მა ჯალალ გასიმოვმა: „იმ მძიმე პერიოდში, რომელიც ახლა ჩვენს ქვეყნებშია, მე მოგმართავთ თხოვნით, რომ თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს სამსახურს, დავიცვათ მთავრობის რეკომენდაციები, სოციალური დისტანცია და დავრჩეთ სახლში, რათა ხელი შევუწყოთ მეტი სიცოცხლის შენარჩუნებას. გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური განვითარების იგივე ეტაპზე დაბრუნება კრიზისის შემდეგ შესაძლებელი იქნება, დაკარგული სიცოცხლეების დაბრუნება კი - შეუძლებელი. ჩვენ პაშა ჰოლდინგის ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთად ვეცდებით შევუნარჩუნოთ ეკონომიკური სტაბილურობა ჩვენს თანამშრომლებს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ვოპერირებთ. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ 2020 წელს პაშა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიებიდან არც ერთი თანამშრომელი არ დატოვებს სამსახურს და უწყვეტად მიიღებს სრულ ანაზღაურებას.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...