მსოფლიო
პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან #შენთვის
2020-04-08 12:11:39
პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი და ვიზა საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს აანონსებს.
ციფრული ბარათი ფიზიკური პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია ექნება, რაც სადებეტო ბარათს აქვს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებსა და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.
ციფრული ბარათის უპირატესობებია:
· მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
· მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
· მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას;
· ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;
· ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში;
· ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან - Apple Pay ან TBC Wallet;
· Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება.
„ინოვაციური პროდუქტების და სერვისების განვითარება თიბისის პრიორიტეტული მიმართულებაა. ციფრული ბარათის დანერგვით, მომხმარებლებს ფიზიკური ბარათის ტარების და შეკვეთის ალტერნატიულ - დისტანციურ მეთოდს ვთავაზობთ და ვცდილობთ, მათ კიდევ უფრო გავუმარტვიოთ ცხოვრება, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე“, - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
პირველი ციფრული ბარათი თიბისის მომხმარებლებისთვის აპრილის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.
კომენტარები