0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სმარტი“ წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს

„სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში საქართველოს წითელი ჯვრისა და ქალაქ თბილისის მერიის ხანდაზმულთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სპეციალური კუთხეები მოეწყო, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ მათთვის შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საჭიროებების წინასწარ შემუშავებული სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში. აღნიშნული კამპანია „სმარტში“ გუშინ დაიწყო და მასში მონაწილეობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ „ვისოლ ჯგუფი“ მარტის შუა რიცხვებიდან შეუერთდა თბილისის მერიის კიდევ ერთ ინიციატივას და სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით ამარაგებს. „ვისოლ ჯგუფი“ ასევე მოუწოდებს სხვა ბიზნეს კომპანიებს ჩაერთონ ინიციატივაში და გაიზიაროინ სოციალური პასუხისმგებლობა.

#ჩაერთე ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც საქართელოს კერძო სექტორს მერიასთან ერთად საერთო სოციალური პასუხისმგებობის მიზნის გარშემო აერთიანებს. #ჩაერთე დევიზით სოციალური რგოლი თბილისის მასშტაბით „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი სარეკლამო კომპანია „ალმას“ ყველა გარე მონიტორზე და „ვისოლ ჯგუფის“ სოციალურ მედია გვერდებზე ზიარდება და მოუწოდებს კომპანიებს ერთად დავძლიოთ COVID-19-ით გამოწეული კრიზისი.

„როგორც ვიცით, COVID-19 ვურუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი ხანდაზული ადამიანები არიან. მათ შორის კი განსაკუთრებულად უჭირთ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილების და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად, ჩვენს ძალისხმევასთან ერთად ფართო საზოგადოებასაც ვაძლევთ საშუალებას ჩაერთონ ქველმოქმედებაში და დაეხმარონ ხანდაზმულ ადამიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ასე ვეცდებით მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ მათ კრიზისული პერიოდის გადატანა“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები