0 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის 150 ათას ლარს გამოყოფს

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“, საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის, 150 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. 

როგორ აპირებს კომპანია ამ თანხის დახარჯვას? 

STOPCOV ფონდს კომპანია ფულადი სახსრებით ეხმარება; 

ფონდი ნატახტარის ბენეფიციარებს (მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს) კომპანია ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად უდგას გვერდში და უზრუნველყოფს:

ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციებს, ბინის ქირის გადასახადს, აუცილებელ მედიკამენტებს,  დისტანციურად განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებს. ასევე, ფულად დახმარებას უწევს მათ, ვინც სამსახური დაკარგა. გარდა ამისა, ფონდის ბენეფიციარებს მუდმივად აწვდის სანდო ინფორმაციას ვირუსის პრევენციული ზომების შესახებ. 

საზოგადოების მხარდაჭერა: კომპანიამ ორი თვის მარაგი  სადეზინფექციო ხსნარი მიაწოდა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს 

ლიმონათით მოწყვლადი ჯგუფების გახალისება: კომპანიამ განსაზღვრა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და მათი გახარების მიზნით, ლიმონათს უგზავნის სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით. აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფები არიან 70+ ასაკის ადამიანები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ასევე კარანტინში მყოფი ადამიანები და ჩვენი საამაყო ექიმები. 

„ეფეს საქართველო“ ითვალისწინებს რა მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, 16 მარტიდან გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას. კომპანიას სჯერა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მთავრობის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება დაეხმარება ქვეყანას ვირუსის დაძლევაში და ჯანმთელობას უსურვებს ყველა თავის თანამშრომელს, პარტნიორსა თუ მომხმარებელს და მთელს მსოფლიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...