0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი ინიციატივითა და საკუთარი რესურსით გამოყო 100 მილიონი ლარი, რაც მოიცავდა ყველაზე სარისკო ჯგუფში შემავალი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიის გაცემას.    

ამ ინიციატივის  მთავარი მიზანია 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის შემცირდეს პენსიის ასაღებად ბანკში მისვლის საჭიროება და აუცილებლობის შემთხვევაში  მაქსიმალურად გადანაწილდეს ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადები პენსიის აღების დროს და რაც მთავარია დავიცვათ ისინი ვირუსით შესაძლო დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან.

      ლიბერთი ბანკს პენსიის მიმღები ადამიანების ნაკადის გადანაწილებაში საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს და სწორედ ამიტომ, დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობა გამოყოფს შესაბამის თანხებს რომლის საშუალებითაც, ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერი ასაკის პენსიონერს.   

      28 მარტიდანპენსიების ნაღდი ფულით გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბანკის მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით, რომლის ნახვაც შესაძლებელი იქნება (თარიღი და საათი)  ვებ გვერდზე  www.myliberty.ge ან  032208 მობილურიდან და 208 ქალაქის ნომრიდან.

28 მარტიდანყველა პენსიონერს ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენება შეეძლება სავაჭრო ობიექტებსა და აფთიაქებში, ყველგან სადაც ბარათით გადახდა არის შესაძლებელი.

მინდა ხაზი გავუსვა და მოგმართავთ ყველას თხოვნით, არ გამოვუშვათ სახლებიდან ჩვენი ბებიები, ბაბუები, დედები და მამები, სანამ არ დარწმუნდებიან რომ მათ შეუძლიათ თავისი კუთვნილი პენსიის ნაღდი ფულით გამოტანა, თუ ესეთის საჭიროება არსებობს. ამასთანავე, თავისი ბარათით ისინი ყოველთვის შეძლებენ სარგებლობას სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში.’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები