ბიზნესი
„სოკარი“ ყველა ტიპის საწვავზე ფასდაკლებას აცხადებს
2020-03-21 10:00:57
კომპანია „სოკარი“ ყველა პროდუქტზე ფასდაკლებას აცხადებს. 21 მარტიდან, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე, ნებისმიერი ტიპის ბენზინის ფასი 10 თეთრით, ხოლო დიზელის ფასი 15 თეთრით შემცირდა.
განსხვავებული პირობები იმოქმედებს იმ მომხმარებლებისთვის, ვინც „სოკარის“ ლოიალობის ბარათს, განახლებულ ენერჯი ბარათს ფლობს. ენერჯი ბარათის მფლობელებს დამატებითი ფასდაკლება ეკუთვნით. ვინც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში განახლებული ენერჯი ბარათით ნანო პრემიუმის და ნანო ევრო რეგულარის ტიპის საწვავს შეიძენს, დამატებით 25 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებს. გარდა ამისა, ყოველ შეძენილ ერთ ლიტრ ბენზინზე დაერიცხება 3 ქულა, რაც 3 თეთრს უდრის.
თუ მომხმარებელი განახლებული ენერჯი ბარათით ნანო ევრო დიზელსა, ან ნანო დიზელს შეიძენს, 20 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებს და ყოველ შეძენილ ერთ ლიტრ საწვავზე 3 თეთრი დაერიცხება.
„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე ფასდაკლება 21 მარტიდან დაიწყო.
კომენტარები