0 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა ჯამში 1.000.000 ლარი გამოყვეს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის

Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (რომელშიც ერთიანდებიან შემდეგი კომპანიები: აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, ბეთლაივი და კროკობეთი) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და სრულად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. ასევე პრევენციის მიზნით, ყველა არსებული მიწის კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების ფუნქციონირება შეაჩერა.

გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება და გამოყვეს ჯამში 1.000.000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რათა კიდევ უფრო ეფექტურად იქნას გატარებული ყველა საჭირო ზომა საქართველოში კორონა ვირუსის (Covid19) წინააღმდეგ.

„სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და გადავდივართ დისტანციურ მუშაობაზე. ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გასცა შესაბამისმა უწყებამ ადამიანების უსაფრთხოების დაცვის მიზნით და დროებით დაიხურა: მიწის კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები.

მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს გაერთიანება და სახელმწიფოს დახმარება აუცილებელია, სწორედ ამიტომ გამოიყო 1.000.000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რომელიც მოხმარდება ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას.

მნიშვნელოვანია, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება მოტივაცია სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რადგან გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით – ყველაფერი შესაძლებელია“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები