0 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ელექტრონული კომერციის ძირითადი სტატისტიკა

 

ცივილიზებული სამყაროს განვითარების კვალდაკვალ, ინტერნეტ/ონლაინ მაღაზიები ყოველდღიურად პოპულარული ხდება და მომხმარებელთა რაოდენობაც საგრძნობლად იზრდება წლიდან წლამდე. მას შემდეგ, რაც ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა ფართო არეალით გახდა შესაძლებელი და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი მოიცვა, 21-ე საუკუნემაც მნიშვნელოვანი პროგრესებით დაიწყო თავის გამოჩენა. დღეს მხოლოდ დადებითი კუთხით  მიმოვიხილავთ თემას და ელექტრონული კომერციის შესახებ გაგაცნობთ საინტერესო ინფორმაციებს.

როგორც ვიცით, ელექტრონული კომერცია საქონლისა და მომსახურების ინტერნეტით შეძენა-გაყიდვას გულისხმობს, რომლის ისტორია 1994 წლიდან იწყება და მსოფლიოში ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიას - Amazon-ს უკავშირდება.

აღიარებული ფაქტია ის, რომ ქალები შოპინგის განსაკუთრებული მოყვარულები არიან, მაგრამ ონლაინ სტატისტიკის თანახმად, მამაკაცები უფრო თამამად ხარჯავენ ინტერნეტ მაღაზიებში თანხას, ვიდრე - ქალები.  მაგალითად, მამაკაცების 68 პროცენტზე მეტი თანხას ხარჯავს ისეთი ფუფუნების საგნებსა და ელექტრონიკაზე, რომელთა ფასი შესაძლოა 1000 $ ან მეტი  იყოს. ქალები ძირითადად ელემენტარულ ნივთებსა და კოსმეტიკას ყიდულობენ, რომელთა ფასიც შედარებით იაფია.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ონლაინ მაღაზია isurve.ge-ზე წარმოდგენილია 6000-ზე მეტი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქცია, არჩევანის შესაძლებლობა მაღალია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე - ქალბატონებისთვის. შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ინტერნეტ მაღაზიის ოფიციალურ ვებ-გვერდს, სადაც იპოვით ხელსაწყოებს,  წვრილსა თუ მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, თავის მოვლის საშუალებებსა და ა.შ. მოკლედ, წარმოდგენილია ყველა ის პროდუქცია, რომელიც  ნამდვილად შეგიქმნით კომფორტსა და სიმყუდროვეს არა მარტო თქვენ, არამედ სრულიად ოჯახს. 

რაც შეეხება ისევ ჩვენს ოფიციალურ სტატისტიკას, რადგან მამაკაცები თავიანთი დროის მაქსიმუმს ატარებენ ინტერნეტ ვაჭრობაში, ზოგიერთი კომპანია გაყიდვების გასაზრდელად, ცდილობს რამოდენიმე პაკეტი ერთდროულად შესთავაზოს მომხმარებელს. მიჩნეულია, რომ მსგავსი ტიპის შესყიდვით, მამაკაცები ერთიანად ხარჯავენ დიდ თანხას.  ზოგადად,  ელექტრონული კომერციის ბაზარზე კლიენტებისადმი მიდგომა შემდეგნაირია: ნუ მისცე მომხმარებელს ფიქრისთვის დიდ დროს.

გამომდინარე იქიდან, რომ Google დღეში 7 მილიარდზე მეტ ძებნას ამუშავებს, ამ მოთხოვნილ ინფორმაციათა 15% ადრე Google-ში არასოდეს მოძიებულა. დღეს ინტერნეტით სარგებლობისთვის სულ უფრო მეტი ადამიანი მობილურ მოწყობილობებს იყენებს, რის გამოც, 2018 წელს მობილური ინტერნეტით სარგებლობამ 48.2%  შეადგინა.

ვარაუდობენ, რომ 2040 წლისთვის, საქონლის მომსახურების 90% განხორციელდება ელექტრონული სისტემის საფუძველზე. ნაწილობრივ, ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან სმარტფონები მნიშვნელოვნად ამარტივებს მსყიდველობით ფორმებს. ონლაინ გაყიდვებს ხელს შეუწყობს ის რეკლამები, რომლებმაც უკვე ძალიან მოიცვა ინტერნეტ სივრცე. წინ წამოიწევს ვიდეო კონტენტი, რომლებიც გაზრდიან მომხმარებელთა ინტერესს პროდუქციის მიმართ. ამჟამად არსებობს რამოდენიმე ონლაინ გაყიდვების მაღაზია, რომლებიც ამ მიმართულებით საკმაოდ კარგად მუშაობენ. ზოგადად, მიჩნეულია კიდეც, რომ ვიდეო კონტენტი მეტად ინფორმაციული და სასარგებლოა მომხმარებლისთვის, ვიდრე წასაკითხი  მასალები, რომლებიც უფრო მეტ დროს მოითხოვს. ვიზუალური ელემენტები მნიშვნელოვანი ნაწილია მომხმარებელთა მხრიდან გადაწყვეტილების მისაღებად, რასაც 10-დან 9 მომხმარებელიც კი აღნიშნავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები